ფოსფოლიპიდები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაემატა ახალი ცნობები
ხაზი 1:
'''ფოსფოლიპიდები''' , ''ფოსფატიდები'' — რთული ლიპიდები, რომელთა მოლეკულა ფოსფორმჟავას ნაშთს შეიცავს. ფოსფოლიპიდები შეიცავენ აგრეთვე გლიცერინს ან ამინოსპირტ სფინგოზინს, ცხიმოვან მჟავებს, ალდეპიდებსა და აზოტოვან ნაერთებს — ქოლინს, ეთანოლამინს, სერინს. ფოსფოლიპიდებს მიეკუთვნება ''გლიცეროფოსფატიდები'' [ფოსფატიდილექოლინი (მაგ. [[ლეციტინი]]), ფოსფატიდილეთანოლამინი, ფოსფატიდილსერინი, ფოსფატიდილინოზიტი, კარდიოლიპინი] და ''ფოსფოსფინგოლიპიდები'' — სფინგომიელინები. ყოველი ეს კლასი მოიცავს მრავალ ერთიპოვან მოლეკულას, რომლებიც შეიცავენ სხვადასხვა ცხიმოვან მჟავებსა და ალდეპიდებს. ფოსფოლიპიდები ფართოდაა გავრცელებული როგორც ცხოველურ ისე მცენარეულ ორგანიზმებში, აგრეთვე მიკრობებში. კერძოდ, ისინი შედიან უჯრედის მემბრანების შედგენილობაში და განაპირობებენ ამ უკანასკნელთა აღნაგობას, აგრეთვე განვლადობას, მათზე განლაგებული ფერმენტების აქტივობას.
'''ფოსფოლიპიდის მოლეკულა''' შეადგენს პლაზმური მემბრანის სტრუქტურულ ელემენტს, იგი შედგება ცხიმოვანი მჟავის ორი გრძელი ჯაჭვისგან და ფოსფოლიპიდური პოლარული თავისგან. პოლარული თავები ერთმანეთს განიზიდავენ და წარმოიქმნება ნახევრად თხევადი ჩაკეტილი ბილიპიდური სტრუქტურა.
 
 
== რესურსები ინტერნეტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფოსფოლიპიდები“-დან