თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ლაშაშოში-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Zviad Avaliani-ის მიერ რედაქტირებ...
ხაზი 56:
 
ახალ შენობასაც [[1973]] წელს ხანძარი გაუჩნდა, რომელმაც თითქმის მთლიანად დააზიანა ინტერიერი.
 
'''[[თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ჭაღი]]'''
 
1973 წელს დამწვარი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის აღდგენა-რეკონსტრუქციის პროცესში შენობის არქიტექტურული ანსამბლისა და ცენტრალური ჭაღის, მთლიანად განათების სისტემის ორგანული შერწყმა ერთ-ერთი უპირველესი ამოცანა იყო. ცნობილია, რომ განათებაზე ბევრადაა დამოკიდებული ინტერიერის სწორი, კომპლექსური აღქმა. შესაბამისად, აღდგენა-რეკონსტრუქციის პროცესში ცენტრალური ჭაღი და განათების სისტემა მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენდა.
 
ოპერის თეატრის ცენტრალური ჭაღის ესკიზზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები 1975 წელს შეჯამდა. კონკურსის გამარჯვებული 35 წლის ნიჭიერი მხატვარი, თბილისის სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი ხელოვნების კათედრის უფროსი მასწავლებელი ნოდარ ერგემლიძე გახდა. ჟიურის 28 ხმიდან, 26 ხმა მან მიიღო.
 
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ინტერიერში განლაგებულია 11 სხვადასხვა სახეობის 33 ჭაღი, ერთი სახეობის 89 ბრა, 360 პლაფონი ხუთნაირი დეკორით, 16 ბრა სპეციალურად კიბის უჯრედისთვის, 4 ტორშერი და ცენტრალური, 600 ნათურიანი ჭაღი, რომლის დიამეტრი 4,5 მეტრია, სიგრძე 7 მეტრს შეადგენს, წონა კი - 2,5 ტონაა.
 
ოპერის ჭაღზე საუბრისას განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია განათებაში გამოყენებული ბროლი, რომელიც ავსტრიულმა ცნობილმა კომპანია „ჰაუპტმა“ დაამზადა. ჯერ კიდევ მაშინ „ჰაუპტს“ 100 წლიანი ისტორია ჰქონდა. იმ დროისთვის მისი ნახელავი ამშვენებდა ნიუ-იორკისა და ვენის საოპერო თეატრს, პარიზის გრანდ-ოპერასა და მსოფლიოს სხვა თეატრებს.
 
 
 
 
=== რეკონსტრუქცია ხანძრის შემდეგ ===