მთავარი მენიუს გახსნა

ცვლილებები

 
==რიცხვები==
====ძირითადი წესი====
*სტატიის ძირითად ნაწილში ერთციფრიანი მთელი რიცხვები (ნულიდან ცხრამდე) გამოიხატებიან სიტყვით; ერთზე მეტი ციფრისგან შემდგარ რიცხვებს, როგორც წესი, ციფრებით გამოსახავენ, მაგრამ თუ ისინი ერთი ან ორი სიტყვით გამოიხატება, მათი სიტყვიერად ჩაწერაც შესაძლებელია (მაგ.: თექვსმეტი, ოთხმოცდაოთხი, ას ოცი, მაგრამ 3.75, 544, 21 მილიონი).
 
====გამონაკლისები====
*თარიღებისა და დროის რიცხვით ელემენტებს არასოდეს გამოხატავენ სიტყვიერად (ანუ არ გამოიყენება ''შვიდი იანვარი'', ''თერთმეტის ოცდახუთი წუთი'' და ა.შ.).
*რიცხვები, რომლებიც წინადადების თავშია, ყოველთვის სიტყვიერად იწერება. თუმცა, სასურველია, წინადადება ისე გადაეწყოს, რომ რიცხვი თავში არ აღმოჩნდეს.
*[[ტაბულა (ინფორმაცია)|ტაბულებში]] და [[დახმარება:ინფოდაფა|ინფოდაფებში]] რიცხვები ყოველთვის ციფრებით გამოისახება.
*კონტექსტისა და მიმდევრობის მიხედვით, სტილი ყოველთვის დაცული უნდა იყოს (მაგ.: “იქ იყო 5 კატა და 32 ძაღლი” ან “იქ იყო ხუთი კატა და ოცდათორმეტი ძაღლი” და არა “იქ იყო ხუთი კატა და 32 ძაღლი”).
*ზოგჯერ, როცა რიცხვებმა შეიძლება დააბნიოს მკითხველი, აუცილებელია რიცხვის სიტყვიერად გადმოცემა (მაგ.: ოცდათექვსმეტი 5-მეტრიანი ხე და არა 36 5-მეტრიანი ხე).
 
[[ang:Wikipedia:Manual of Style]]
19,222

რედაქტირება