მხარგრძელები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 20:
* ზაქარია კანაკერცის „ქრონიკა“
 
მხარგრძელებზე ასევე დიდ იფორმაციას იძლევა მდიდარი სომხური ეპიგრაფიკული მასალა. არსანიშნავია, რომ სომხური წარწერები, მათი მონაცემების თავმოყრა და გამოყენება, ასევე იყო სომეხ ისტორიკოსთა ზრუნვის საგანი. X საუკუნიდან მოკიდებული, სომეხი ისტორიკოსები მოვსეს კალანკატვაცი, სტეფანოს ორბელიანი, კირაკოს განძაკეცი, ზაქარია კანაკერცი, სიმეონ ერევანცი და სხვები თავიანთ შრომებში იყენებდნენ ლაპიდარულ წარწერებს, იმოწმებდნენ და თავს უყრიდნენ მათ. სომხური ეპიგრაფიკის მიხედვით შესაძლებელია ზუსტად აღვადგინოთ არამარტო მხარგრძელთა გენეალოგია არამედ მათი დანიწანურების ეტაპებიც.
 
ზემოთმოყვანილი წყაროების გარდა, გამოიყენება არანაკლებ მნიშვნელოვანი დოკუმენტური მასალები, როგორიცაა: მხარგრძელების წერილები, მინაწერები თუ ხელრთვები და სხვა. ამ სახის მასალათა შორის აღსანიშნავიამხარგრძელების ხელრთვები ქართულ დოკუმენტებზე, რუსუდან მეფისა და ივანე მხარგრძელის წერილები რომის პაპისადმი, რომის პაპის ჰოროგიუს III-ის პასუხი „სახელოვან ივანეს, საქართველოს მხედართმთავარს“ და ზოგი სხვაც. მაგრამ უნდა აღინიშნოს რომ ქართული დოკუმენტური მასალა კერძოდ მხარგრძელებზე ერთობ მცირეა.
 
მხარგრძელთა შესახებ ზოგი საინტერესო მასალა მოეპოვება უცხო ავტორებსაც. მათგან აქ შეიძლება მოვიხსენიოთ გუილიომ რუბრუკვისის „მოგზაურობაში“ დაცული ცნობა მისი შეხვედრის შესახებ „ძლიერ ქართველ“ ფეოდალთან შანშე მხარგრძელთან და მის შვილ ზაქარიასთან. რუბრუკვისს საინტერესო ცნობა მოეპოვება მხარგრძელთა სომხეთში დამკვიდრებისა და მათი მდგომარეობის შესახებ მონღოლთა ბატონობის დროს.
 
უცხო ავტორთა შორის ყურადღებას იქცევს აგრეთვე ან-ნასევის ცნობები „ჯალალედინის ცხოვრების აღწერასთან“ დაკავშირებით, „ბაჰრამ ქართველის“, „ავაგ ივანეს ძე ქართველის“ და სხვათა შესახებ.
 
===ისტორიოგრაფია===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მხარგრძელები“-დან