მხარგრძელები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 4:
===წყაროები===
მხარგრძელები XII საუკუნის საქართველოს სამეფოს „დარბაზის რიგის“ მოხელეები იყვნენ. მათ დიდი როლი შეასრულეს XII საუკუნის მიწურულისა და XIII საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკურ ცხოვრებაში. მათ შესახებ ცნობებით საკმაოდ მდიდარია ფეოდალური ხანის ქართული და სომხური ისტორიოგრაფია.
 
მხარგრძელთა შესახებ ქართულ ნარატიულ წყაროებში მოაიაზრება:
* „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“
* „ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი“
* „ჟამთააღმწერელის თხზულება“
 
ქართული ნარატიული წყაროები, თამარის ისტორიკოსების, ლაშა გიორგის მემატიანისა და ჟამთააღმწერელის თხზულებანი უხვ მასალებს გვაწვდიან მხარგრძელთა ვინაობისა და მათი საგვარეულოს ისტორიის შესახებ. მათი მონაცემების მიხედვით თითქმის ზედმიწევნით შეიძლება წარმოვიდგინოთ საქართველოს სამეფო კარზე მხარგრძელთა დაწინაურები დრო და პირობები, ამ საგვარეულოს როლი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, მხარგრძელთა ისტორია ჩამოყალიბებიდან გაქრობამდე. მაგრამ ქართული ნარატიული წყაროები მაინც არ არის უნაკლო და ერთადერთი. რა თქმაუნდა არსებობს ასევე XII-XIII საუკუნეების ქართული დოკუმენტური და ეპიგრაფიკული მასალები, მაგრამ ისინი ძალზე მცირეა და დიდი ინფორმაციას არ იძლევიან.
 
ქართული წყაროების შესავსებად რაღა თქმა უნდა გამოიყენება ჩევნი მეზობელი ქვეყნის — სომხეთის ისტორიოგრაფიაში არსებული მასალები.
 
მხარგრძელთა შესახებ სომხურ ნარატიულ წყაროებში მოაიაზრება:
* „ისტორია“ — კირაკოს განძაკეცი
 
===ისტორიოგრაფია===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მხარგრძელები“-დან