მამია V გურიელი: განსხვავება გადახედვებს შორის

 
==ურთიერთობა რუსეთის იმპერიასთან==
მამია V გურიელის სახელს უკავშირდება გურიის სამთავროს მიღება [[რუსეთის იმპერია|რუსეთის იმპერიის]] მფარველობაში. [[1804]] წლის 4ივლისის ტრაქტატით რუსეთის მთავრობამ სცადა იმერეთის სამეფოსთან ერთად თავისი მფარველობა გურიის სამთავროზეც გაევრცელებინა, მაგრამ უშედეგოდ. რუსეთ-იმერეთის ხელშეკრულებით, გურია იმერეთის ნაწილად იქნა მიჩნეული. ამით მამია V გურიელი უკმაყოფილო იყო. რუსეთზე განაწყენებული მამია გურიელი ოსმალეთის დასახმარებლად ემზადებოდა. მის გადასაბირებლად დიდი როლი ითამაშა რუსული ორიენტაციის მქონე ნიკოლოზ II-მ, [[ჯუმათის საეპისკოპოსო|ჯუმათელმა ეპისკოპოსმა]]. რუსეთმა დაარწმუნა გურიელი, რომ თუ რუსეთის მხარეს დაიჭერდა, მას ისეთივე საქვეშევრდომო ხელშეკრულებას გაუფორმებდნენ, როგორც [[დადიანები|დადიანს]]. გურიელი, რომლისთვისაც მთავარი იმერეთისგან დამოუკიდებლობა იყო, რუსეთის მხარეს გადავიდა.<ref>''მ. რეხვიაშვილი'', „იმერეთის სამეფო 1462-1810 წლებში“ გვ. 363 — თბილისი, 1989</ref> გურიელი დიდად დაეხმარა რუსეთის სარდლებს [[ფოთი]]ს აღებაში. 1809 წელს მან წერილობით მიმართა რუსეთის სარდლობას, სადაც სთხოვდა, რომ გურიის სამთავრო შესულიყო მათ მფარველობაში. გურიელს მისცეს წინადადება, რომ წარედგინა თავისი თხოვნა რუსეთის იმპერატორის სახელზე, რომელშიც გათვალისწინებული იქნებოდა რუსეთის იმპერიაში გურიის შესვლის სამართლებრივი პირობები. რუსეთის სარდლობამ ისე მოაწყო საქმე, რომ არათუ გადაიბირა გურიელი რუსეთის მხარეზე, არამედ უნარიანად გამოიყენა ის [[სოლომონ II]]-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1809 წლის 2 ნოემბერს მამია V გურიელი ზურგიდან თავს დაესხა [[გრიგოლეთი|გრიგოლეთსა]] და [[მალთაყვა]]ს შორის დაბანაკებულ ოსმალთა ჯარს და სრულად გაანადგურა. 1810 წელს მამია გურიელი თავისი 1000 კაციანი ჯარით რუსეთთან ერთად ცდილობდა სოლომონის შეპყრობას. სოლომონის წინააღმდეგ გამოდიოდა სამეგრელოს მთავარიც. მამია გურიელმა და მისმა დედდამდედამ, მარინე წერეთელმა, დიდად შეუწყვეს რუსებს ხელი ფოთის აღებაში. ამიტომ მათ აღარ შეხვედრიათ წინააღმდეგობა რუსეთის მფარველობაში შესასვლელად.
 
მამია გურიელის მიერ რუსეთისადმი წარგენილი თხოვნა ითვალისწინებდა :1. გურიის შესვლას რუსეთის მფარველობაში; 2. სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც შეეხებოდა [[ტყვის სყიდვა|ტყვეებით ვაჭრობას]], მკვლელობასა და ქურდობას უნდა დაქვემდებარებოდა იმერეთის მმართველის მიერ დანიშნულ სამხედრო სასმართლოს; 3. რუსეთს უნდა დაეცვა გურია გარეშე მტრისაგან, რისთვისაც გურიაში უნდა ჰყოლოდა ჯარი, რომლის შენახვაში გურიელი მიირებდა მონაწილეობას; 4. გურიელს უნდა მიეღო ადგილობრივი მადნეულის გადამუშავებიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი.
ანონიმური მომხმარებელი