კაცია-ადამიანი?!: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
95.104.71.31-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Henry McClean-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 46:
ლუარსაბისა და დარეჯანის ჰარმონიულ ყოფას ერთადერთი რამ აკლდა – ცოლ-ქმარს შვილი არ ჰყავდა. ცოლ-ქმარმა მკითხავის რჩევის თელეთის ხატიც მოილოცა, მაგრამ უშედეგოდ. დარეჯანის მუცელში არც ყმაწვილმა გააჩუჩუნა და არც კაბა დაუვიწროვდა. მიუხედავად ამისა, დარეჯანი იმედს არ კარგავდა და ქმარს ამშვიდებდა: „ვშობავ, შენ ნუ მოუკვდენი ჩემს თავს, ვშობავ, თუ აგრეა!“
 
სიზარმაცე, შური, უსაქმურობა, გაუტანლობა… სოციალური და ეროვნული მანკიერებანი ლუარსაბის სახეშია შერწყმული. უარყოფითი პერსონაჟების დახატვით ავტორი შეახსენებს თავის თანამედროვე საზოგადოებას, როგორ არ უნდა იცხოვრონ, სწორედ ამიტომ მიმართავს მკითხველს: „ ნუ იფიქრებ, რომ ამ მოთხრობას შენი გაჯავრება უნდა. ამას მარტო ის უნდა, რომ შენ დაგანახვოს-რამოდენადაც შეძლება აქვს-შენი ცუდი, შენი ავი, რომ იცოდე, რა გაისწორო. მინამ სარკეში არ ჩაიხედავ, ან სხვა არ გეტყვის, ხომ ვერ გაიგებ, რომ პირზედ ურიგობა რამ გატყვია? ეს მოთხრობა სარკე იყოს და მე-თუ გინდა-მთქმელი ვიქნები. დააკვირდი, იქნება გეცნოს რამე. ესეც იცოდე: მარტო შენი მტერი დაგიმალავს, შენს სახეზედ რომ ურიგო ჰნახოს რამე, მოყვარე კი მაშინვე სარკეს მოგიტანს, რომ გაისწორო და ხალხში არ შერცხვე. ეცმეც მოყვარესავით გექცევი, – სარკე მოგიტანე, ამაზედ როგორ უნდა გამიწყრე?!“
 
{{ციტატა|რომელნიც არც თავის სიცოცხლით უმატებენ რასმეს ქვეყანასა და არც თავის სიკვდილით აკლებენ. |კაცია ადამიანი?!. თავი XIV.}}