ჩინეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

(78.139.173.39-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Syum90-ის მიერ რედაქტირებული ვერსია)
{{მთავარი|ჩინეთის ისტორია}}
{{ჩინეთის ისტორია}}
ჩინეთის ისტორია უძველესი ხელნაწერების მიხედვით დაახლოებით 3500 წლის წინ დაიწყო. ეს არის ერთ-ერთი უძველესი და უმთავრესი იმ ცივილიზაციათაგან, რომლებიც დღესაც კი არსებობს და განაგრძობს განვითარებას. კუს ბაკანზე ნაპოვნი ხელნაწერები, რომლებიც გვაგონებს ძველ ჩინურ დამწერლობას, თარიღდება ძვ.წ. 1500 წლით. ამ ჩანაწერების მიხედვით ჩინური ცივილიზაცია დაიწყო დაახლოებით 5000 წლის წინ ქალაქ-სახელმწიფოების ჩამოყალიბებით. მიღებულია, რომ ჩინეთი ერთი დიდი სამეფოს, იმპერიის ქვეშ დაახლოებით 2000 წლის წინ გაერთიანდა. წარმატებულმა დინასტიებმა ჩამოაყალიბეს ბიუროკრატიული კონტროლის სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევდა იმპერატორს ემართა გეოგრაფიულად საკმაოდ დიდი ტერიტორია. ის, რასაც დღეს ჩინეთის ცივილიზაციას უწოდებენ, დაიწყო იმპერატორი [[ცინ შიუანდი]]ს მიერ, დამწერლობის სისტემისასისტემის იძულებითი დადგენის ([[ძვ. წ. 200]] წელს) და [[კონფუცი]]ანიზმზე დამყარებული სახელმწიფო იდეოლოგიის (ძვ. წ. 100 წელს) ჩამოყალიბების შემდეგ.
ჩინური სახელმწიფოებრიობისა და კულტურის ისტორია 40 საუკუნეს ითვლის. მსოფლიო ცივილიზაცია ბევრითაა დავალებული ჩინელებისაგან. მათ გამოიგონეს [[ქაღალდი]] და [[დენთი]], ასევე [[საბანკო კრედიტი]], [[ქაღალდის ფული]] და [[კომპასი]], [[ბეჭდვის ტექნოლოგია]], [[ლაქი]], [[ფაიფური]], [[აბრეშუმი]] და [[ფოიერვერკი]] მრავალ სხვათა შორის. π-ს (ბერძ. პი) მნიშვნელობა გამოთვლილ იქნა მე-5 საუკუნის მათემატიკოსის [[ზუ ჩონჟი]]ს მიერ მე-7 ხარისხის ათწილადამდე. [[სუნ ძუ]]ს [[ომის ხელოვნება]] დაწერილი [[ძვ. წ. VI საუკუნე]]ში დღემდე ადამიანთა ეფექტური მართვის უმნიშვნელოვანეს დოქტრინად ითვლება.