კოტოკუ დენძირო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:KotokuShusui.jpg|მინი|კოტოკუ დენძირო]]
'''კოტოკუ დენძირი''' (ლიტერატურული ფსევდონიმი - ''სიუსუი'') (დ. [[23 სექტემბერი]], [[1871]], ნაკამურა, [[ჰატის მაზრა]], [[პრეფექტურა კოტი]] — გ. [[24 იანვარი]], [[1911]]), [[იაპონია|იაპონიის]] სოციალისტური მოძრაობის მოღვაწე, პუბლიცისტი. [[1901]] [[კატაიამა სენ|ს. კატაიმასთან]] ერთად მონაწილეობდა იაპონიაში პირველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის (სიაკაი მინსიუტო) შექმნაში. ერთ-ერთმა პირველმა თარგმნა იაპონურ ენაზე [[მარქსი, კარლ|კ. მარქსისა]] და [[ენგელსი, ფრიდრიხ|ფ. ენგელსის]] თხზულებები. დაწერა წიგნი "სოცისლიზმის არსი" ([[1903]]), რომელშიც შეეცადა თანამიმდევრულასდ გადმოეცა მარქსისტული მოძღვრება. [[1905]]-[[1906]] ემიგრაციაში იყო [[აშშ|აშშ-ში]], სადაც განიციდა "მსოფლიოს ინდუსტრიულ მუშათა" ორგანიზაციის ანარქისტ-სინდიკალისტ მოღვაწეთა გავლენა. იაპონიაში დაბრუნების შემდეგ კოტოკუ გამოდიოდა [[რეფორმიზი|რეფორმიზის]] წინააღმდეგ იაპონიის სოციალისტურ მოძრაობაში, მაგრამ დაუშვა ანარქისტ-სინდიკალისტური შეცდომები. კოტოკუს ცილი დასწამეს [[იმპერატორი|იმპერატორის]] წინააღმდეგ შეთქმულების მომზადებაში, დააპატიმრეს და სიკვდილით დასაჯეს.
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კოტოკუ_დენძირო“-დან