ზამბია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 315:
 
ზამბიაში ექთნების რაოდენობა 1000 ახალდაბადებულზე შეადგენს 5-ს და ორსული ქალების სიცოცხლეშივე გარდაცვალების რისკი შეადგენს 1: 38.<ref name="SOWMY"/> [[ქალთა წინადაცვეთა]]მ ჯერჯერობით ვერ მიიღო ფართე გავრცელება, ის გამოიყენება მხოლოდ ქვეყნის ზოგიერთ რაიონებში. ზამბიაში სექსუალური ქცევის გამოკვლევის 2009 წლის მონაცემებით ქალების 0,7 %-ს ჩატარებული აქვს წინადაცვეთა.<ref>[http://www.zamstats.gov.zm/report/Demo/zambia_sexual_behaviour_2009.pdf Zambia Sexual Behaviour Survey 2009]. zamstats.gov.zm</ref> [[გაეროს ბავშვთა ფონდი]]ს მონაცემებით, 5 წლამდე ასაკის ბავშვთა 45 % დაბალი სიმაღლისაა.<ref>[http://www.unicef.org/zambia/5109_8461.html Zambia. Nutrition]. UNICEF</ref>
 
=== განათლება ===
ზამბიაში არსებობს სამი ტიპის [[განათლება]]: დაწყებითი, საშუალო და უმაღლესი.
 
ზამბიაში დაწყებითი განათლება სკოლის თითოეული მოსწავლის ფუნდამენტია. მოსწავლეები სწავლას იწყებენ I კლასში და ამთავრებენ VII კლასში, რის შემდეგაც აბარებენ გამოცდებს, რომელსაც ადგენს ზამბიის საგამოცდო საბჭო VII კლასის სასწავლო წლის დასრულებისას. დაწყებითი სკოლები გავრცელებულია ქვეყნის ყველა ნაწილში. დაწყებითი სკოლები იმყოფებიან ხელისუფლების საკუთრებაში, კერძო სექტორს და თემებსაც აქვთ თავიანთი სკოლები ქვეყანაში.
 
ზამბიელი მოსწავლეების უმრავლესობა დადიან სახელმწიფო სკოლებში, რომლებიც ნომინალურად I კლასიდან VII კლასამდე უფასოა, თუმცა მშობლებს უწევთ "სასკოლო ხარჯების" გადახდა ან სასკოლო ფორმის ყიდვა.
 
სკოლების საზოგადოება იმყოფება თემების დაქვემდებარებაში და მასწავლებლები იქ მუშაობენ საკუთარი ნებით ან მცირე ანაზღაურებით, ისიც მაშინ, თუ ეს სკოლები იმყოფებიან იმყოფებიან საქველმოქმედო ორგანიზაციების მეურვეობის ქვეშ. ზოგიერთი სკოლების საზოგადოება აგროვებს მნიშვნელოვან ანაკრებს და გავს საბიუჯეტო კერძო სკოლებს, მაგრამ მათი უმრავლესობა საკმაოდ იაფია და ემსახურებიან მოსწავლეები, რომლებისათვისაც ადგილობრივი თვითმმართველობის სკოლები მდებარეობენ საკმაოდ შორს.
 
ზოგიერთი გამორჩეული კერძო სკოლისგან განსხვავებით, ზამბიის სკოლებს ქრონიკულად არ ჰყოფნის საკმაო რესურსები და საგანმანათლებლო სტანდარტები საკმაოდ დაბალია.
 
სასკოლო განათლება დაყოფილია შემდეგ დონეებად:
 
* დაწყებითი, I-VII კლასები
* ძირითადი, VIII-IX კლასები
* საშუალო, X-XII კლასები
დაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ, მოსწავლეები ან გადადიან საერთო საგანმანათლებლო სკოლებში (საშუალო სკოლებში სწავლა მიმდინარეობს VIII-XII კლასებში), ან ამთავრებენ სკოლაში შემდგომ სწავლას. სამწუხაროდ არსებობს ზონა inZambia, სადაც არ არსებობს საშუალო სკოლები, თუმცა მიღებული იქნა ზომები და მათ შექმნეს საბაზისო სკოლები. ტრადიციულად VIII-IX კლასები იყო საშუალო სკოლებში სწავლის ნაწილი, მაგრამ მოსწავლეები დღეს სწავლობენ თანამედროვე დაწყებით სკოლებში, რომლებიც ცნობილია როგორც "საბაზისო სკოლები".
 
ზამბიაში არსებობს სამი უმაღლესი სასწავლებელი და რამდენიმე ტექნიკუმი, რომლებიც იძლევიან უმაღლეს განათლებას. ზამბიის მეცნიერების, ტექნოლოგიის და პროფესიონალური სწავლების სამინისტრო დაარსდა 1992 წელს, რათა ხელი შეწყობოდა ტექნიკური დარგების სფეროში განათლების ზრდას. ზამბიაში საერთო საგანმანათლებლო სკოლების ფარგლებს გარეთ შეზღუდულია განათლების მიღების შესაძლებლობა. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, მოსწავლეთა უმრავლესობა სწავლობს სხვადასხვა კოლეჯებში მთელ ქვეყანაში. როგორც წესი ყველა სტუდენტი იქ მოხვედრილია თავისი ნიჭის საფუძველზე.
 
1990-იანი წლების ბოლოს გადასახადების შემოღებამ ზოგიერთებისთვის საუნივერსიტეტო განათლების მიღება შეუძლებელი გახადა, თუმცა ხელისუფლება იძლევა სახელმწიფო пსტიპენდიებს. კოპერბელტის უნივერსიტეტი გაიხსნა 1980-იანი წლების ბოლოს და თავის თავზე აიღო ზამბიაში ყოფილი კიტვეს ტექნოლოგიური ინსტიტუტის ფუნქციების დიდი ნაწილი. ასევე არსებობს რამდენიმე პედაგოგიური კოლეჯი, რომლებიც იძლევიან ორწლიანი სწავლების პროგრამულ განათლებას, ხოლო მთელი ქვეყნის მისიონერულ საავადმყოფოებში ამზადებენ მედდებს საერთაშორისოდ მიღებული სწავლების მეთოდებით. რამდენიმე ქრისტიანული სკოლა ატარებს სემინარული დონის მოსამზადებელ კურსებს.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ზამბია“-დან