ეკუმენიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ეკუმენიზმი''' ([[ბერძნული ენა|ბერძ.]] οἰκουμένη, მსოფლიო) — ტერმინი აღნიშნავს მოძრაობას, რომლის მიზანიცაა რელიგიური კონფენსიების გაერთიანება. ქრისტიანულ ეკუმენიზმს საფუძველი ჩაეყარა [[1910]] წელს [[ედინბურგი|ედინბურგში]] გამართულ მსოფლიო მისიონერულ კონფერენციაზე. ეკუმენიზმი, სულ ცოტა, სამ მიმართულებას ითვალისწინებს: 1. ქრისტიანული კონფენსიების გაერთიანებას; 2. არაქრისტიანული რელიგიების ინტეგრაციულ პროცესებსა და 3. ქრისტიანული ეკონუმენური ორგანიზაციების არაქრისტიანულ ორგანიზაციებთან შეთანხმებულ მოქმედებებს. უკანასკნელთა შორის გამოირჩევა [[ბუდისტების მსოფლიო საძმო]], [[მსოფლიო ისლამური კონგრესი]], ალ–ახზარესთან ([[ქაირო]]ში) არსებული ისლამური კვლევების ცენტრი და სხვა.
 
ქრისტიანული ეკუმენური მოძრაობა მიზნად ისახავს სხვადასხვა ქრისტიანული ეკლესიების (კონფესიების) დაახლოებასა და გაერთიანებას. ტერმინი "ეკუმენიზმი" ხმარებაში შემოვიდა [[1937]] წელს [[პრინსტონის უნივერსიტეტი]]ს თეოლოგიური სემინარიის თეოლოგების მიერ. ქრისტიანობაში ეკუმენისტური პროცესების კოორდინატორია [[ეკლესიათა მსოფლიო საბჭო|მსოფლიო საეკლესიო საბჭო]], რომელიც [[1948]] წელს შეიქმნა. მასში გაერთიანებულია პროტესტანტული, მართლმადიდებლური და სხვ. კონფესიების უმრავლესობა. მოძრაობაში წამყვანი როლი [[პროტესტანტიზმი|პროტესტანტულ ორგანიზაციებს]] უკავიათ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ეკუმენიზმი“-დან