საჯარო სამართლის იურიდიული პირი: განსხვავება გადახედვებს შორის

 
===პოლიტიკური პარტიები===
საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს მიაკუვთვნებენ [[პოლიტიკური პარტია|პოლიტიკურ პარტიებსაც]]. პოლიტიკური პარტიების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად აღიარებას განაპირობებს მათი მონაწილეობა სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანობისორგანოების შექმნაში და არა ის, თუ რა უდევს მათ შექმნას საფუძვლად — ნების თავისუფალი გამოვლენა, თუ ადმინისტრაციული აქტი. პოლიტიკური პარტიების სტატუსის შესახებ აზრი დასავლეთის ქვეყნებში ერთიანი არ არის. [[გერმანია|გერმანული]] სამართლის მიხედვით, პოლიტიკური პარიები საერთოდ არ არიან იურიდიული პირები, ხოლო [[ავსტრია|ავსტრიული]] სამართალი კი მათ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად განამტკიცებს<ref name="ჭანტურია249" />. ამ მხრივ არც ქართულ კანონმდებლობაშია ერთიანი პოზიცია — თუ [[საქართველოს სამოქალაქო კოდექსი]]<ref>[[#სსკ|საქართველოს სამოქალაქო კოდექსი]]ს 1509-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი</ref> და [[საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი]]<ref>საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-მუხლის „ა“ ქვეპუნქტი</ref> პოლიტიკურ პარტიებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად მიიჩნევს, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი მათ არასამეწარმეო პირებად თვლის, თუმცა ამ საკითხის წმინდასამართლებრივად გადაწყვეტისას, უპირატესობა მიენიჭება ორგანულ კანონს და, შესაბამისად, პოლიტიკური პარტია არასამეწარმეო იურიდიულ პირად უნდა ჩაითვალოს<ref group="შენიშვნა">„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი განასხვავებს ნორმატიული აქტების იერარქიას. მის თანახმად, ორგანული კანონი იერარქიულად უფრო მაღალ საფეხურზე დგას, ვიდრე ჩვეულებრივი კანონი. ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსსა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციულ კოდექსს ჩვეულებრივი კანონის რანგი აქვთ, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონს, მათ შორის წინააღმდეგობის დროს, უპირატესობა მიენიჭება, როგორც იერარქიულად უფრო მაღლა მდგომ ნორმატიულ აქტს.</ref>.
 
===რელიგიური გაერთიანებები===