ფოთოლცვენა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ფოთოლცვენა''' — ხეებისა და ბუჩქების (იშვიათად ბალახის) ფოთოლ...
 
დაემატა/შესწორდა ილუსტრაცია
ხაზი 1:
[[ფაილი:Fall Leaves.jpg|მინიატიურა]]
'''ფოთოლცვენა''' — ხეებისა და ბუჩქების (იშვიათად ბალახის) ფოთოლთა მასობრივი ცვენა. ზომიერი ჰავის პირობებში ფოთოლცვენა მიმდინარეობა შემოდგომით, როდესაც მცენარის სასიცოცხლო პროცესები შესუსტებულია. ტროპიკულ და ცხელ ადგილებში მოზარდ მცენარეებს ფოთლები სცვივათ ძლიერი გვალვის დაწყებისას. ფოთოლცვენა არის ევოლუციის პროცესში გამომუშავებული შეგუება არახელსაყრელი პირობებისადმი. ცნობილია, რომ ფესვების მიერ შეთვისებული წყალი ფოთლებით ორთქლდება. არახელსაყრელი პირობების დროს (ყინვა, გვალვა) ფესვები ვერ ითვისებენ საჭირო რაოდენობით წყალს, ფოთლების ცვენა კი ამ შემთხვევაში იცავს მცენარეს გამოშრობისაგან. ფოთოლცვენა ნორმალური ფიზიოლოგიური პროცესია და დაკავშირებულია ფოთლის მობერებასთან. ფოთოლცვენის წინ ფოთლებში მიმდინარეობს ღრმა ფიზიოლოგიური, ბიოქიმიური და სტრუქტურული ცვლილებები, მწვანე პიგმენტი — ქლოროფილი იშლება, ყვითელი პიგმენტები — კაროტინოიდები უფრო მდგრადია და განაპირობებს ფოთლების საშემოდგომი ფერს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფოთოლცვენა“-დან