ზამბია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 196:
=== ეთნიკური ჯგუფები ===
[[ფაილი:Tribal Linguistic map Zambia.jpg|thumb|right|300px|ზამბიის ეთნიკური და ენობრივი რუკა.]]
ზამბიის მოსახლეობა დაახლოებით 73 ეთნიკური ჯგუფისგან შედგება, რომელთა უმრავლესობა [[ბანტუს ხალხი]]ს წარმომადგენლებს წარმოადგენს. ზამბიის მოსახლეობის თითქმის 90 %-ს შეადგენს 9 ძირითადი ეთნოლინგვისტური ჯგუფი: [[ჩევა (ხალხი)|ჩევა]], [[ბემბა (ხალხი)|ბემბა]], [[ტონგა (ზამბიის და ზიმბაბვეს ხალხი)|ტონგა]], [[ტუმბუკა (ხალხი)|ტუმბუკა]], [[ლუნდა (ხალხი)|ლუნდა]], [[ლოვალელუვალე (ხალხი)|ლუვალე]], [[კაონდე (ხალხი)|კაონდე]], [[ნკოია (ხალხი)|ნკოია]] და [[ლოზი (ხალხი)|ლოზი]]. სოფლებში, თითოეული ეთნიკური ჯგუფი თავმოყრილია ქვეყნის კონკრეტულ გეოგრაფიულ რაიონში, ბევრი მათგანი საკმაოდ მცირერიცხოვანია და ნაკლებად არიან ცნობილები. მიუხედავად ამისა, თითქმის ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი, მნიშვნელოვანი რაოდენობით, მოიძებნება ლუსაკაში და კოპერბელტში.
 
ექსპატრიანტები, ძირითადად ბრიტანელები და სამხრეთაფრიკელები, ასევე ზამბიის ზოგიერთი თეთრკანიანი მოქალაქეები, ძირითადად ცხოვრობენ ლუსაკაში და კოპერბელტში, სადაც ისინი მუშაობენ შახტებში, ფინანსურ და მასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებში ან იმყოფებიან პენსიაში. 1964 წელს ზამბიაში ცხოვრობდა 70 000 ევროპელი, მაგრამ მას შემდეგ ბევრმა მათგანმა დატოვა ქვეყანა.<ref name="Zambia">[http://news.bbc.co.uk/onthisday/hi/dates/stories/october/25/newsid_2658000/2658325.stm 1964: President Kaunda takes power in Zambia]. BBC 'On This Day'.</ref>
ხაზი 205:
 
2008 წლის მაისიდან დაწყებული ზიმბაბვეს მაცხოვრებელთა რაოდენობამ ზამბიაში ასევე დაიწყო მნიშვნელოვნად მატება; მატება ძირითადად შედგებოდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გაქცეული ზიმბაბველებისაგან, რომლების გაურბოდნენ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში არსებული ქსენოფობიიდან გამომდინარე ძალადობას.<ref name="IRIN">{{Cite news|title=Zambia: Rising levels of resentment towards Zimbabweans|date=9 June 2008|accessdate=28 August 2009|periodical=IRIN News|url=http://www.irinnews.org/Report.aspx?ReportId=78648}}</ref> დაახლოებით 60 000 დევნილი ცხოვრობს ზამბიის ბანაკებში, მაშინ როდესაც 50 000 დევნილი შეერია ადგილობრივ მოსახლეობას. დევნილებმა, რომელთაც სურთ იმუშავონ ზამბიაში უნდა გააფორმონ ოფიციალური ნებართვა, რომელიც შეიძლება ღირდეს $500-მდე წელიწადში.<ref name="World Refugee Survey 2009"/>
 
=== ენა ===
ზამბიაში არსებობს რამდენიმე ძირითადი ადგილობრივი მკვიდრი ენა და ისინი ყველა მიეკუთვნება [[ბანტუს ენები]]ს ოჯახს. [[ინგლისური ენა]] ოფიციალური ენა და ძირითადი ენაა ბიზნესში და განათლებაში.
 
ზამბიაში ფართედაა გავრცელებული 72 ენაზე მეტი, თუმცა ბევრი მათგანი შეიძლება განხილული იყოს დიალექტების სახით. ამ ენათაგან ზოგიერთ მათგანს ზამბიაში აქვს დიდი ხნის ისტორია, მაშინ როდესაც სხვები, როგორიცაა [[ლოზი (ენა)|ლოზი]], აღმოცენდნენ XVIII და XIX საუკუნეების მიგრაციის შედეგად. ზამბიის ყველა ადგილობრივი ენა ბანტუს ენების ოჯახს მიეკუთვნება და მჭიდროდ არიან დაკავშირებული ერთმანეთთან.
 
7 ადგილობრივ ენას აქვს ოფიციალური სტატუსი. ყველა ისინი წარმოადგენენ ძირითად ენებს თითოეულ პროვინციაში: [[ბემბა (ენა)|ბემბა]] (ჩრდილოეთის პროვინცია, ლუაპულა, მუჩინგა და კოპერბელტი), [[ჩევა (ენა)|ჩევა]] (აღმოსავლეთის პროვინცია და ლუსაკის პროვინცია), [[ლოზი (ენა)|ლოზი]] (დასავლეთის პროვინცია), [[ტონგა (ზამბიის და ზიმბაბვეს ხალხის ენა)|ტონგა]] (სამხრეთის პროვინცია), [[კაონდე (ენა)|კაონდე]], [[ლუვალე (ენა)|ლუვალე]] და [[ლუნდა (ენა)|ლუნდა]] (ჩრდილო-დასავლეთის პროვინცია). ეს 7 ენა, ინგლისურთან ერთად, გამოიყენება დაწყებით სკოლებში და ზოგიერთ სახელმწიფო გამოცემებში. საერთო ორთოგრაფია დაამტკიცა განათლების სამინისტრომ 1977 წელს.<ref> Chimuka, S. S. 1977. ''Zambian languages: orthography approved by the Ministry of Education''. Lusaka : National Educational Company of Zambia (NECZAM).</ref><ref>Kashoki, Mubanga E. 1981. ''[http://unesdoc.unesco.org/images/0003/000333/033385EB.pdf Harmonization of African languages: standardization of orthography in Zambia]'' in ''In African Languages: Proceedings of the Meeting of Experts on the Transcription and Harmonization of African Languages'', Niamey (Niger), 17–21 July 1978, (pp.&nbsp;164–75). Paris: UNESCO.</ref>
 
{| class="wikitable sortable"
|-
! ენები !! 1990 წელი !! 2000 წელი !! 2010 წელი
|-
| [[ბემბა (ენა)|ბემბა]] || 39,9 || 38,5 || 41,0
|-
| [[ჩევა (ენა)|ჩევა]] || 20,1 || 20,6 || 23,3
|-
| [[ტონგა (ზამბიის და ზიმბაბვეს ხალხის ენა)|ტონგა]] || 14,8 || 13,9 || 14,5
|-
| [[ლოზი (ენა)|ლოზი]] || 8,8 || 7,7 || 6,6
|-
| [[ბაროტსე (ენა)|ბაროტსე]] || 7,5 || 6,9 || 6,3
|-
| [[ტუმბუკა (ენა)|ტუმბუკა]] || 3,7 || 3,2 || 3,3
|-
| [[მამბვე (ენა)|მამბვე]] || 3,4 || 3,2 || 3,2
|-
| [[ინგლისური ენა|ინგლისური]] || 1,1 || 1,7 || 1,7
|-
| სხვა || 0,8 || 4,3 || 0,3
|-
|}
წყარო: 2010 წლის აღწერა<ref>[http://www.zamstats.gov.zm/report/Census/2010/2010%20Census%20of%20Population%20National%20Analytical%20Report%20-%202010%20Census.pdf 2010 Census]</ref>
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ზამბია“-დან