ვარამ გაგელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 2:
'''ვარამ გაგელი''' (ვაჰრამ; გ. [[1249]] ან [[1251]]) — [[XIII საუკუნე|XIII საუკუნის]] I ნახევრის [[საქართველო]]ს დიდებული (დიდი ფეოდალი), ძე [[გაგელი, ზაქარია|ზაქარია გაგელისა]], მეფეების [[თამარ მეფე|თამარის]], [[გიორგი IV ლაშა|ლაშა გიორგის]] და [[რუსუდანი]]ს [[მსახურთუხუცესი]] (1212-იდან); გაგის ციხის და მისი მხარის მემამულე — მემკვიდრეობითი მფლობელი. გაგელი ივანე მხარგრძელთან ერთად ირანში ქართველთა ლაშქრობის ერთ-ერთი ინიციატორი და მონაწილე იყო თამარის ბოლო პერიოდში. [[1220]] წელს საგამის (საგიმის) ველზე მონღოლებთან ბრძოლაში სარდლობდა საქართველოს ლაშქრის მარჯვენა ფრთას და თავდაპირველად გამარჯვებაც მოიპოვა. [[XIII საუკუნე|XIII საუკუნის]] სომეხი ისტორიკოსის [[კირაკოს განძაკეცი]]ს ცნობით, რუსუდანი სამეფოს განაგებდა ივანე, ავაგ, შანშა მხარგრძელებისა და გაგელის მეშვეობით. მონღოლების მიერ საქართველოს დაპყრობის დროს თავი შეაფარა [[ქუთაისი|ქუთაისს]], ხოლო შემდეგ, ისე როგორც სხვა ქართველი დიდებულები, დაეზავა მათ. მონღოლეთის მმართველობის დროს გაგელი განაგებდა საქართველოს ერთ-ერთ დუმანს — სომხითს. მონაწილეობდა მონღოლთა წინააღმდეგ კოხტასთავის შეთქმულებაში. გაგელმა რუმიდან ჩამოიყვანა ულუ დავითი და დიდი როლი შეასრულა მის გამეფებაში. ულუ დავითმა გაგელს სამამულედ უწყალობა შიდა ქართლში სოფ. ხოვლე. თამარის ისტორიკოსი გაგელს იხსენიებ როგორს „კაცსა საპატიოსა და ლაშქრობათა შინა გამარჯვებულსა“.
 
==გენეალოგიური ხე==
==მხარგრძელთა გენეალოგია==
<div style="height:1000px; overflow:auto; padding:3px; border:1px solid #aaa;" class="scrollbox">
{{გენეალოგია/დასაწყისი}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვარამ_გაგელი“-დან