ლუის ენრიკე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:ლუის ენრიკე მარტინესი.jpg|მინიატიურა|მარჯვნივ|ლუის ენრიკე]]
'''ლუის ენრიკე მარტინეს გარსია''' ([[ესპანური ენა{{lang-es|ესპ]]. Luis Enrique Martínez García;}} დ. [[8 მაისი]], [[1970]], [[ხიხონი]], [[ესპანეთი]]) - ესპანელი საფეხბურთო მწვრთნელი. წარსულში პროფესიონალი ფეხბურთელი. ფეხბურთელის სტატუსით ნათამაშები აქვს ისეთ კლუბებში, როგორიცაა: [[ხიხონის "სპორტინგი"]], [[მადრიდის რეალი|მადრიდის "რეალი"]] და [[ბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)|"ბარსელონა"]]. ამჟამად "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი. 2015 წელს კატალონიურ გუნდთან ერთად მოიგო [[ჩემპიონთა ლიგა]], [[ესპანეთის პრიმერა დივიზიონი|ესპანეთის ჩემპიონატი]], [[კოპა დელ რეი|ესპანეთის სამეფო თასი]], [[უეფას სუპერთასი]] და [[მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი]].
 
36 წლის ასაკში დაიწყო სამწვრთნელო მოღვაწეობა. პირველი სერიოზული გუნდი იყო "ბარსა ბ", სადაც 2008 წელს [[ხოსეპ გუარდიოლა]] ჩაანაცვლა. პირველივე სეზონში ესპანელმა სპეციალისტმა გუნდი რანგით მესამე ჩემპიონატიდან მეორეში გადაიყვანა. 2011 წელს კი დააფიქსირა გუნდის ისტორიაში საუკეთესო შედეგი. 71 ქულით (20 მოგება, 11 ფრე, 11 წაგება) გათამაშება მე-3 ადგილზე დაასრულა, რაც დღესაც საუკეთესო შედეგია "ბარსა ბ"-სთვის. ამ წარმატების შემდეგ ლუის ენრიკემ ბედი ესპანეთის ფარგლებს გარეთ სცადა და იტალიურ [[რომა (საფეხბურთო კლუბი)|"რომაში"]] დაიწყო მუშაობა. იტალიის ჩემპიონატში რომამ მე-7 ადგილი დაიკავა, იტალიის თასის ნახევარფინალში გააღწია და ევროპა ლიგაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. 2012 წელს ლუის ენრიკემ დატოვა "რომა" და 2013 წელს კვლავ ესპანეთში დაბრუნდა, სადაც ვიგოს [[სელტა|"სელტა"]] ჩაიბარა. იმ სეზონში "სელტამ" წარმატებით იასპარეზა და სეზონი მე-9 ადგილზე დაასრულა, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელი იყო ვიგოური კლუბისთვის.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლუის_ენრიკე“-დან