ზამბია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 52:
[[ფაილი:Zambia sat.png|thumb|right|250px|ხედი თანამგზავრიდან]]
[[ფაილი:Victoriafälle.jpg|thumb|right|250px|ჩანჩქერი [[ვიქტორია (ჩანჩქერი)|ვიქტორია]]]]
ზამბია მდებარეობს სამხრეთ აფრიკაში. ქვეყანაში გავრცელებულია [[ტროპიკული კლიმატური სარტყელი|ტროპიკული კლიმატი]], მას არ გააჩნია [[ზღვა]]ზე გასასვლელი და ძირითადად მდებარეობს [[პლატო]]ზე. ფართობის მიხედვით (752 614 კმ²) უკავია 38-ე ადგილი მსოფლიოში. ქვეყნის დასავლეთი და სამხრეთი საზღვრის გასწვრივ ჩამომდინარე [[მდინარე]] [[ზამბეზი]]ს აუზს უკავია ზამბიის ტერიტორიის დაახლოებით სამი მეოთხედი, დანარჩენი ნაწილი მიეკუთვნება მდინარე [[კონგო (მდინარე)|კონგოს]] აუზს. ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთის ტერიტორიის უმნიშვნელო ნაწილი მიეკუთვნება ჩაუმდინარე [[რუკვა (ტბა)|რუკვის]] [[ტბა|ტბის]] აუზს, რომელიც ტანზანიაში მდებარეობს. ზამბიის ზიმბაბვესთან საზღვარზე, მდინარე ზამბეზიზე მდებარეობენ [[ჩანჩქერი|ჩანჩქერები]], მათ შორის განთქმული [[ვიქტორია (ჩანჩქერი)|ვიქტორიის]] ჩანჩქერი.
 
=== ტერიტორია და საზღვრები ===
ზამბია ესაზღვრება [[კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა|კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას]] ჩრდილოეთით, [[ტანზანია]]ს ჩრდილო-აღმოსავლეთით, [[მალავი]]ს აღმოსავლეთით, [[მოზამბიკი|მოზამბიკს]], [[ზიმბაბვე]]ს, [[ბოტსვანა]]სა და [[ნამიბია]]ს სამხრეთით და [[ანგოლა]]ს დასავლეთით. [[სახელმწიფო საზღვარი|სახელმწიფო საზღვრის]] საერთო სიგრძე შეადგენს 5664 კმ-ს, მათ შორის: ანგოლასთან — 1110 კმ, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან — 1930 კმ, მალავისთან — 837 კმ, მოზამბიკთან — 419 კმ, ნამიბიასთან — 233 კმ, ტანზანიასთან — 338 კმ და ზიმბაბვესთან — 797 კმ. ნამიბიის ვიწრო [[კაპრივის ზოლი]] ზამბიას გამოჰყოფს [[ბოტსვანა|ბოტსვანის]] ტერიტორიისგან. ზიმბაბვესთან საზღვარი მთლიანად გადის ზამბეზის მდინარეზე. კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან საზღვრის ნაწილი გადის მდინარე [[ლუაპულა (მდინარე)|ლუაპულაზე]]. ქვეყანას არ აქვს ზღვაზე გასასვლელი.
 
=== რელიეფი ===
ხაზი 67:
 
ქვანახშირის საბადოები მდებარეობს ქვეყნის სამხრეთში, [[კარიბა|კარიბის]] ხელოვნური ტბის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს სიახლოვეს, ასევე ზამბიის ცენტრალურ რაიონებში. სპილენძის მარაგით ზამბიას უკავია ერთ-ერთი მოწინავე პოზიცია მსოფლიოს ყველა ქვეყნებს შორის (2008 წლის მონაცემებით — 9-ე ადგილი). სპილენძის საბადოები მდებარეობს ცენტრალური აფრიკის სპილენძისშემცველ სარტყელში, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვარზე. კალის საბადო — საკმაოდ მცირე, მდებარეობს ქვეყნის სამხრეთში.
 
=== შიდა წყლები ===
ქვეყნის დასავლეთი და სამხრეთი საზღვრის გასწვრივ ჩამომდინარე [[მდინარე]] [[ზამბეზი]]ს აუზს უკავია ზამბიის ტერიტორიის დაახლოებით სამი მეოთხედი, დანარჩენი ნაწილი მიეკუთვნება მდინარე [[კონგო (მდინარე)|კონგოს]] აუზს. ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთის ტერიტორიის უმნიშვნელო ნაწილი მიეკუთვნება ჩაუმდინარე [[რუკვა (ტბა)|რუკვის]] [[ტბა|ტბის]] აუზს, რომელიც ტანზანიაში მდებარეობს. წყალგამყოფი [[ატლანტის ოკეანე]]ში ჩამდინარე მდინარე კონგოსა და [[ინდოეთის ოკეანე]]ში ჩამდინარე მდინარე [[ზამბეზი]]ს შორის თითქმის ემთხვევა ზამბიასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის არსებულ სახელმწიფო საზღვარს. მდინარე ზამბეზი სათავეს იღებს ზამბიის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთში, შემდეგ მიედინება ანგოლის ტერიტორიაზე და ისევ ბრუნდება ზამბიაში, რითაც ქმნის მისი სამხრეთი საზღვრის დიდ ნაწილს. ზამბიის ზიმბაბვესთან საზღვარზე, მდინარე ზამბეზიზე, მდებარეობენ [[ჩანჩქერი|ჩანჩქერები]], მათ შორის განთქმული [[ვიქტორია (ჩანჩქერი)|ვიქტორიის]] ჩანჩქერი. ზამბიის ტერიტორიაზე ზამბეზის ყველაზე უფრო დიდი შენაკადებია მდინარეები — [[კაფუე]] და [[ლუანგვა]]. მდინარე კონგოს აუზს ეკუთვნის დიდი მდინარეები [[ჩამბეში]] და [[ლუაპულა (მდინარე)|ლუაპულა]].
 
ღრმულები პლატოებში ქვეყნის ცენტრში და აღმოსავლეთში ხშირად დაკავებული აქვთ ტბებს ან [[ჭაობი|დაჭაობებულ]] მიწის მონაკვეთებს, მათ შორისაა ტბა [[ბანგვეულუ]]. კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან საზღვარზე მდებარეობს დიდი ტბა [[მვერუ]]; ჩრდილოეთით ზამბიის ტერიტორიას აქვს გასასვლელი [[ტანგანიიკა|ტანგანიიკის]] ტბასთან. მდინარე ზამბეზიზე, ზამბიის და ზიმბაბვეს საზღვარზე, მდებარეობს დიდი [[წყალსაცავი]] (ხელოვნური ტბა) [[კარიბა]].
 
=== მიწები ===
* სახნავი მიწები: 7 %
* მუდმივი საძოვრები: 40 %
* [[ტყე]]ები და [[ნაკრძალი|ნაკრძალები]]: 39 %
* დანარჩენი: 14 %
 
2005 წლის მონაცემებით ზამბიაში სარწყავი მიწების ფართობი შეადგენს დაახლოებით 1560 კმ²-ს.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ზამბია“-დან