ბესიკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
178.134.173.140-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Gaga.vaa-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 24:
 
== ბიოგრაფია ==
 
ქართლ-კახეთის სამეფო კარზე კარგი განათლება მიუღია. ბესიკის პოეტურ ქმნილებებში ჩანს როგორც აღმ., ისე დას. ლიტერატურის ცოდნა. [[ერეკლე II|ერეკლე II-ის]] კარზე პოეტის მეგობრები იყვნენ მოწინავე მოღვაწეები და მწერლები: [[ლევან ბატონიშვილი (ერეკლე II-ის ძე)|ლევან ბატონიშვილი]], სარდალი [[ორბელიანი, დავით|დავით ორბელიანი]], [[დავით რექტორი]] და სხვები. სწორედ ამ ხანებში შეიქმნა ბესიკის პოეტურ შედევრთა უმრავლესობა. ზაქარია გაბაშვილისა და კათალიკოს [[ანტონ I|ანტონ I-ს]] შორის კონფლიქტი ქართლ-კახეთიდან ზაქარიას განდევნით დამთავრდა. ამან გარკვეული როლი ითამაშა ბესიკის ცხოვრებაში. მას ქართლ-კახეთის დატოვება მოუხდა. [[XVIII საუკუნე|XVIII საუკუნის]] 70-იანი წლებიდან ბესიკი იმერეთის მეფის [[სოლომონ I|სოლომონ I-ის]] კარზე ინყოფებოდა. სოლომონ I-მა ბესიკს ჯერ დავთარხანა ჩააბარა, შემდეგ მდივანთ-უხუცესის სახელო უბოძა. [[1778]] ბესიკი [[ირანი|ირანში]] გაემგზავრა ქერიმ-ხანთან დიპლომატიური მისიით, მაგრამ იგი გარდაცვლილი დახვდა; იქაურმა საშინაო ომებმა კი საბოლოოდ ჩაშალა ოსმალეთის წინააღმდეგ სპარსეთის გამოყენების შესაძლებლობა. სოლომონ I-ის გარდაცვალების შემდეგ ბესიკი მხარს უჭერდა [[დავით II, გიორგი VII-ის ძე|დავით გიორგის ძის]] გამეფებას. [[1787]] დავით მეფემ ბესიკს დააკისრა საგანგებო მისია: რუსეთისათვის მფარველობის თხოვნა, გაფორმება ისეთივე ტრაქტატისა, როგორიც დაიდო რუსეთსა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის [[1783]], და იმერეთში დამხმარე ლაშქარი შემოყვანა. ამ მიზნით ბესიკი ჩავიდა ქ. კრემენჩუგს, სადაც იმყოფებოდა სამხრეთში მოქმედი რუსეთის ჯარების სარდალი ფელდმარშალი [[გრიგოლ პოტიომკინი]]. პოტიომკინის ბანაკთან ერთად ბესიკი ჯერ [[კიშინიოვი|კიშინიოვში]], ხოლო შემდეგ იასში გადავიდა, სადაც გარდაიცვალა.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბესიკი“-დან