მერქნიანი ჯიშები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 1:
'''მერქნიანი ჯიშები''' — [[არყი]], [[ნაძვი]], [[მუხა]], [[ფიჭვი]] და სხვა მერქნიანი მცენარეები. გვხვდება ხეებისა და ბუჩქების სახით. ხეების სიმაღლე დამოკიდებულია სახეობრივ თავისებურებაზე და ზრდის პირობებზე. მათი სიმაღლე მერყეობს რამდენიმე ათეული [[სმ]]-იდან 100 [[მ]]-ზე მეტ სიმაღლემდე. პირველი სიდიდის ხეები 25 მ-ზე მეტია, მეორე — 15-იდან 25 მ-მდე. ხოლო მესამე 15-მდე. [[ტყე]]ში პირველი სიდიდის ხეები შეადგენენ ხეთადგომის I იარუსს, მეორე სიდიდის ხეები ჩვეულებრივ განლაგებულია II იარუსში, მესამე სიდიდისა — III იარუსში, ზოგჯერ კი [[ქვეტყე]]შიც. ბუჩქების სიმაღლე 0,8 მ-იდან 6 მ-მდე აღწევს.
 
მერქნიანი ჯიშები განსხვავდებიან აგრეთვე [[ღერო]]ს სიმსხოთი, რომელიც ზოგჯერ 1 სმ-იდან რამდენიმე მ-მდე აღწევს. მერქნიან მცენარეთა უმრავლესობას, რომელთაც კარგად განვითარებული [[ფოთოლი|ფოთლის]] ფირფიტა ([[მუხა]], [[ცაცხვი]]) აქვთ ''ფოთლოვან'' ჯიშებს უწოდებენ, ხოლო წვრილ ნემსისებრ ანუ ქერქლისებრ ფოთლოვანებს — ''წიწვოვანებს'' (ნაძვი, ფიჭვი, [[ტუია]]). წიწვოვანების უმეტესობა და ზოგიერთი ფოთლოვანი ''მარადმწვანეა'', [[ფოთლოვანი ჯიშები]]სჯიშების უმრავლესობა კი ფოთოლმცვენი. ყველა მერქნიანი ჯიშები [[მრავალწლოვანი მცენარეები|მრავალწლოვანია]]. მათი სიცოცხლის ხანრგძლივობა რამდენიმე ათეული წლიდან 3-5 ათ. წლამდე გრძელდება. ამ ჯიშებს, რომლებიც კარგად იტანენ ჰაერისა და ნიადაგის სიმშრალე, ''ქსეროფიტები'' ეწოდებათ, ხოლო დიდი რაოდენობით ტენის მომთხოვნ მცენარეებს — ''ჰიდროფიტები''.
 
სამეურნეო მნიშვნელობის მიხედვით მერქნიანი ჯიშები იყოფიან ''მთავარ'' (მუხა, [[ფიჭვი]], [[ნაძვი]]) და ''თანმხლებ'' (ცაცხვი, [[ნეკერჩხალი]] და სხვა) ჯგუფებად.