ფილიმონი (სამოცდაათთაგანი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 11 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q709209
No edit summary
ხაზი 1:
'''ფილიმონ მოციქული''' – [[ქრისტეს სამოცდაათი მოციქული|ქრისტეს სამოცდაათ მოციქულთაგანი]], [[მართლმადიდებლობა|მართლმადიდებელი]] ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით [[22 ნოემბერი]], ახალი სტილით - [[5 დეკემბერი]]. მოციქული და მისი მეუღლე აპფია [[ფრიგია|ფრიგიის]] ქალაქ კოლოსეში ცხოვრობდნენ. მას შემდეგ, რაც პავლე მოციქულის ხელით ნათელიღეს, წმინდანებმა თავიანთი სახლი სამლოცველოდ აქციეს, სადაც მართლმორწმუნენი იკრიბებოდნენ ღვთისმსახურების აღსასრულებლად. მოციქული ფილიმონი ქალაქ ღაზის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი და მთელს ფრიგიაში ქადაგებდა ღვთის სიტყვას. პავლე მოციქულმა ნეტარს გაუგზავნა სიყვარულით სავსე ეპისტოლე, რომელშიც წერს: {{ციტატა|„ფილიმონს, საყუარელსა და თანაშემწესა ჩუენსა, და აპფიას, დასა და საყუარელსა, და არქიპოსს, თანა-მოსაგრესა ჩუენსა და სახლისა შენისა კრებულთა“ <ref>(ფილიმ. 1, 1-3).</ref>}}
 
წმინდანები აღესრულნენ იმპერატორ [[ნერონი]]ს ([[54]]-[[68]]) მიერ ქრისტიანთა დევნისას. წარმართული დღესასწაულის დროს ქრისტიანულ ტაძარში, სადაც ღვთისმსახურება აღესრულებოდა, გააფთრებული ბრბო შეცვივდა. ყველანი დაფრთხნენ და დაიფანტნენ, დარჩნენ მხოლოდ: ფილიმონი, [[არქიფო (სამოცდაათთაგანი)|არქიფო]] და [[მოციქულთასწორი აპფია|აპფია]]. უღმერთოებმა შეიპყრეს ისინი. წმინდა ფილიმონი და აპფია მმართველის ბრძანებით ქვებით ჩაქოლეს.