გიორგი V ბრწყინვალე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 35:
|ხელმოწერა = George V signature.svg
}}
'''გიორგი V ბრწყინვალე''' (დ. [[1286]] — გ. [[1346]]) — [[საქართველოსაქართველოს სამეფო|საქართველოს]] [[საქართველოს მმართველთა სია#ერთიანი საქართველოს მეფეები|მეფე]] [[1299]]-[[1302]] და [[1318]]-[[1346|1346 წლებში]],<ref group="კ">სამეცნიერო ლიტერატურაში მიუთითებენ გიორგი ბრწყინვალის გამეფების ორ თარიღზე — 1314 და 1318 წწ. [[ივანე ჯავახიშვილი]] თვლის, რომ გიორგის მეფობა 1318 წელზე გაცილებით ადრე უნდა დაეწყო. ამ თარიღის დაზუსტებაზე მსჯელობენ: ჯ. ოდიშელი წერილში — აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკური ისტორიისათვის XIV-XVII სს. და ვ. კიკნაძე — გიორგი V-ის გამეფების თარიღის საკითხისათვის.</ref> [[დემეტრე II, თავდადებული|დემეტრე II თავდადებულის]]სა და მისი მესამე ცოლის, ნათელა ჯაყელის ძე.
 
აღიზარდა [[სამცხე]]ში, მისი პაპის (დედის მხარემამის) [[ბექა I|ბექა I ჯაყელის]] ([[მანდატურთუხუცესი]]) კარზე. [[1299]] წელს ყაზან-ყაენმა მცირეწლოვანი გიორგი საკუთარი ძმის [[დავით VIII|დავით VIII]]-ის]] წინააღმდეგ ბრძოლაში ჩააბა - მეფედ დანიშნა, მაგრამ მისი უფლებები [[თბილისი|თბილისს]] არ სცილდებოდა და ამიტომ „თბილისის მეფეს“ უწოდებდნენ. ამავე მიზნით გამოიყენა ყაენმა დავით VIII-ის მეორე ძმა [[ვახტანგ III]] (მეფობდა [[1302]]-[[1308]] წლებში). [[13141318]] წელს, დავით VIII-ისა და ვახტანგ III-ის გარდაცვალების შემდეგ, გიორგი V-მ მიიღო მეფობა. მას სამემკვიდროდ ეკონომიკურად დასუსტებული და პოლიტიკურად დაშლილი ქვეყანა ერგო.
 
იგი ჭკვიანი პოლიტიკოსი იყო და თავდაპირველად [[მონღოლები|მონღოლებთან]] ბრძოლას ფრთხილი და მშვიდობიანი ურთიერთობა ამჯობინა. მიუხედავად ამისა, მან ბექას კარზე ყოფნისას მოიპოვა მონღოლების ნდობა. იგი მეგობრობდა ილხანის მთავარ ვაზირთან - [[ჩობან ნოინი|ჩობან ნოინთან]]. ამან საშუალება მისცა საშინაო მდგომარეობა გამოესწორებინა. იგი ენერგიულად შეუდგა ქვეყნის შიდა პრობლემების მოგვარებას: შიდა ქართლიდან განდევნა მონღოლთა ხელშეწყობით დამკვიდრებული ოსები, რომელთა მეკობრული თავდასხმები დიდ ზიანს აყენებდა მოსახლეობას; ალაგმა სამეფო ხელისუფლების ურჩი ფეოდალები, რისთვისაც არც უკიდურეს ღონისძიებებს მოერიდა; მოახერხა რეალურად სამ ნაწილად დაყოფილი საქართველოს გაერთიანება და მონღოლთა ბატონობისას შერყეული სახელმწიფოს მართვა-გამგეობისა და სამართლებრივ-საკანონმდებლო სისტემების მოწესრიგება.
 
ქვეყნის გაერთიანებისა და გაძლიერების შემდეგ, გიორგი ბრწყინვალემ მონღოლები საქართველოდან განდევნა და მათი თითქმის ასწლოვანი მმართველობა დაასრულა. კვლავ გაიზარდა საქართველოსა და მისი მეფის პოლიტიკური წონა საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე. გიორგი V აწარმოებდა აქტიურ პოლიტიკურ ურთიერთობებს როგორც მეზობელ ქვეყნებთან, ასევე დასავლეთ ევროპასა და ეგვიპტის სასულთნოსთან; ეკონომიკური კავშირები დაამყარა იტალიურ ქალაქ-სახელმწიფოებთან; გარკვეულ წარმატებებს მიაღწია ტრაპიზონის იმპერიაში საქართველოს გავლენის დამყარებისათვის ბრძოლაში.
 
გიორგი V 1346 წელს გარდაიცვალა. მეფეს გამორჩეული ადგილი უკავია საქართველოს ისტორიაში. მის პიროვნებასა და მმართველობას მაღალ შეფასებას აძლევენ ყველა ეპოქის ქართველი და არაქართველი ისტორიკოსები. იმ უდიდესი დამსახურებებისათვის, რომლებიც მას საქართველოს წინაშე მიუძღვის, ქართველმა ხალხმა მას მეტსახელად „ბრწყინვალე“ უწოდა.
 
== პირველი გამეფება ==