გიორგი V ბრწყინვალე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 93:
 
==== ურთიერთობა ტრაპიზონის იმპერიასთან ====
[[ტრაპიზონის იმპერია|ტრაპიზონის იმპერიის]] მოსახლეობის დიდი ნაწილი ადგილობრივი, ქართული ტომებით — ლაზებითა[[ლაზები]]თა და ჭანებით[[ჭანები]]თ იყო დასახლებული. იმპერიის მოხელეთა შორისაც ბევრი სწორედ მათი წრიდან გამოსული პირი იყო. ტრაპიზონში მუდმივად მიმდინარეობდა ბრძოლა [[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიის]] მომხრე დიდებულებსა და ადგილობრივი, ქართული ორიენტაციის ჯგუფებს შორის.
 
გიორგი V-მ სცადა საქართველოს გავლენის აღდგენა ტრაპიზონის იმპერიაში. მონღოლთა საქართველოში გაბატონების შემდეგ, ამ უკანასკნელის გავლენა ტრაპიზონში მნიშვნელოვნად შესუსტდა, თუმცა მთლიანად არ მოსპობილა. [[1332]] წელს ტრაპიზონში, ბიზანტიის დახმარებით, გამეფდა [[ბასილი (ტრაპიზონი)|ბასილი]], რომელსაც ცოლად შერთეს ბიზანტიის იმპერატორ [[ანდრონიკე III (ბიზანტია)|ანდრონიკე III-ის]] ასული [[ირინა პალეოლოგოსი|ირინა]]. ბასილმა გააძევა თავისი ძმისშვილი მანუილი და დახოცა მთავრობის დიდი მოხელეები — დიდი დუქსი ლეკის ჭიჭანჭეოსი, მისი მეუღლე სარიკენა და შვილი — დიდი დომესტიკოსი ჯაბა. ისინი საქართველოს მომხრე პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები უნდა ყოფილიყვნენ.{{sfn-2|საქართველოს ისტორია, ტ. III|2012|გვ=87}} [[1340]] წელს ბასილი გარდაიცვალა და ტახტზე მისი მეუღლე ირინა პალეოლოგოსი ავიდა. ამან იმპერიის მმართველ წრეებში განხეთქილება გამოიწვია. როგორც ჩანს, უკმაყოფილო დარჩა ქართული ორიენტაციის პოლიტიკოსთა დასი. ამას დაემატა თურქების შემოსევაც, რის შედეგადაც „დაიწვა მთელი ტრაპიზონი“. იმპერატორ ბასილის აუჯანყდა მისი უფროსი და, მონაზონი [[ანა (ტრაპიზონი)|ანა]] (ანახუტლუ), რომელმაც „სამონაზნო სამოსი გაიძრო, წავიდა ლაზიკაში (ე. ი. საქართველოში) და იქ გამაგრდა“. ორ კვირაში იგი უკან დაბრუნდა ქართული ჯარით, [[1341]] წლის 17 ივლისს ირინე დედოფალი განდევნა და თავად გამეფდა. ქართველთა ჯარის ერთი ნაწილი იქვე დარჩა. მათი დახმარებით ანამ მოიგერია ბიზანტიელთა შემოტევა, რომელთა მიზანი მისი ჩამოგდება და მიხეილ კომნენოსის გამეფება იყო.{{sfn-2|საქართველოს ისტორია, ტ. III|2012|გვ=87}}