გიორგი V ბრწყინვალე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 88:
==== ურთიერთობა წმინდა მიწასა და ეგვიპტის სასულთნოსთან ====
==== ურთიერთობა დასავლეთ ევროპასთან ====
[[საქართველოს სამეფო]] [[XIV საუკუნეშიცსაუკუნე]]შიც არაერთხელ გახდა დასავლეთევროპელთა ყურადღების ობიექტი. აღსანიშნავია [[რომის პაპი|რომის პაპების]] ცხოველი ინტერესი საქართველოსა და მისი მეფისადმი. შემორჩენილია როგორც კათოლიკე მისიონერთა მიმოწერა, ისე თავად პაპ [[იოანე XXII]]-ის 1322 წლით დათარიღებული წერილი მეფე გიორგისადმი, რომლებიც მრავალ საყურადღებო ცნობას შეიცავენ. საინტერესოა, რომ გიორგი ბრწყინვალის მეფობისას სმირნის საეპისკოპოსო კათედრა თბილისში გადაიტანეს,{{sfn-2|ვლადიმერ კეკელია – გიორგი ბრწყინვალე|2015|გვ=27}} ასევე, დასტურდება საქართველოში თბილისის საეპისკოპოსოს გარდა მეორე, სებასტოპოლისის, იგივე ცხუმის საეპისკოპოსოს არსებობაც, რომელიც [[1318]] წელს დაარსდა.{{sfn-2|ვლადიმერ კეკელია – გიორგი ბრწყინვალე|2015|გვ=28}}
 
აღსანიშნავია, გიორგი მეფის ცხოველი პოლიტიკური ურთიერთობა საფრანგეთის მეფე [[ფილიპ VI (საფრანგეთი)|ფილიპ VI-სთან]], რასაც მათ შორის არსებული მიმოწერაც ადასტურებს. გიორგი V საფრანგეთის მეფეს სწერდა, რომ მზად იყო მასთან ერთად მონაწილეობა მიეღო სირია-პალესტინის „წმინდა მიწების“ გათავისუფლებაში, რისთვისაც მზად ჰყავდა 30 000 ჯარისკაცი. 1332-1333 წლებში მეფეს პატივით მიუღია ფილიპე VI-ის ელჩები, რიკარდო მერჩერი (რიშარ მერსიე) და ალექსანდრე ინგლისელი.{{sfn-2|საქართველოს ისტორია, ტ. III|2012|გვ=86}}{{sfn-2|ვლადიმერ კეკელია – გიორგი ბრწყინვალე|2015|გვ=29}}