გიორგი V ბრწყინვალე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 66:
 
==== ეკონომიკური ღონისძიებები ====
საქართველოს ერთიანობის აღდგენამ, მონღოლთა ბატონობისაგან გათავისუფლებამ და ქვეყანაში წესრიგის დამყარებამ ხელი შეუწყო ქვეყნის ეკონომიკის გამოცოცხლებას. საქართველოს ქალაქებში მნიშვნელოვნად განვითარდა ვაჭრობა და ხელოსნური წარმოება; სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები აღდგა არა მარტო ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის ქალაქებთან, არამედ [[ევროპა|ევროპის]], კერძოდ კი ჩრდილოეთ [[იტალია|იტალიის]] ქალაქ-სახელმწიფოებთანაც. აქტიური სავაჭრო ურთიერთობების დამადასტურებლად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტიც, რომ თბილისის[[თბილისი]]ს გარდა, [[ზარაფხანა|ზარაფხანები]] [[ქუთაისი|ქუთაისში]], [[დმანისი|დმანისში]], ყარაღაჯსა და [[ანისი|ანისშიც]] არსებობდა. აღმოსავლეთ საქართველოსა და საქართველოს გავლენის ქვეშ მყოფ [[ჩრდილოეთი კავკასია|ჩრდილოეთ კავკასიაში]], საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც, უმთავრესად, იჭრებოდა მონღოლური ან უფრო ზუსტად, ქართულ-ჰულაგუიდური მონეტები, რომელთა მიზანსაც აღმოსავლეთის ქალაქებთან სავაჭრო კავშირების აღდგენა და განმტკიცება წარმოადგენდა.{{sfn-2|საქართველოს ისტორია, ტ. III|2012|გვ=84}}
 
მონღოლური ფულის პარალელურად, გიორგი V-მ მოაჭრევინა ვერცხლის[[ვერცხლი]]ს [[მონეტა]], რომლის მთავარი დანიშნულება საშინაო ბაზრის მომსახურება უნდა ყოფილიყო. ეს ფული, შემდგომში, ფართოდ გავრცელდა. მაგალითად, სამცხეში[[სამცხე]]ში, [[XIV საუკუნე|XIV საუკუნის]] დასაწყისში, ბექა მანდატურთუხუცესის მიერ შედგენილ სამართლის წიგნში, ქონებრივი საზღაურის გადახდა „ყაზანური თეთრით“ იყო დაწესებული. [[XIV საუკუნე|XIV საუკუნის]] 80-იან წლებში კი [[აღბუღა I|აღბუღა]] [[ათაბაგი|ათაბაგ]]-ამირსპასალარის[[ამირსპასალარი]]ს მიერ შემოღებულ სამართლის წიგნში საზღაურად უკვე „დიდისა, წარჩინებულისა მეფისა გიორგის ჟამის თეთრი“ დაუდგენიათ. ქართულ წყაროებში ეს ფული „[[გიორგაული თეთრი]]ს“ სახელით იხსენიება.<ref group="კ">ზოგიერთი მეცნიერ-ნუმიზმატის აზრით, რადგანაც უკანასკნელ დრომდე გიორგი V-ის მიერ მოჭრილი მონეტა აღმოჩენილი არ არის, აქ არა გიორგი მეფის მიერ მოჭრილი ქართული ფული, არამედ „გიორგის ჟამის“ მონღოლური ფული უნდა იგულისხმებოდეს.</ref>
 
ამავე პერიოდში, დასავლეთ საქართველოში იჭრებოდა ე. წ. „[[კირმანეული თეთრი]]“, რომელიც ტრაპიზონის ვერცხლის ასპრების მინაბაძს წარმოადგენდა.{{sfn-2|საქართველოს ისტორია, ტ. III|2012|გვ=84}}