ტალღური ფუნქცია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 38 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q2362761
No edit summary
 
ხაზი 1:
[[ფაილი:QuantumHarmonicOscillatorAnimation.gif|მინი|[[ჰარმონიული ოსცილატორი|ჰარმონიული ოსცილაციის]] ტრაექტორია (ზამბარაზე მიმაგრებული გურთი) კლასიკურ მექანიკაში (A-B) და [[კვანტური მექანიკა|კვანტურ მექანიკაში]] (C-H). კვანტურ მექანიკაში ბურთის ტალღური ფუნქცია ნაჩვენებია [[რეალური და წარმოსახვითი ნაწილები|რეალურ]] ნაწილებში ლურჯი, ხოლო წარმოსახვითში წითელი ფერით]]
'''ტალღური ფუნქცია''' [[კვანტური მექანიკა|კვანტურ მექანიკაში]], სიდიდე, რომელიც სრულად აღწერს მიკროობიექტისა (მაგ., [[ელექტრონი]]ს, პროტონის, ატომის, მოლეკულის) და საზოგადოდ, ნებისმიერი კვანტური სისტემის (მაგ., [[კრისტალი]]ს) მდგომარეობას.
 
ტალღური ფუნქციის მეშვეობით მიკროობიექტის მდგომარეობის აღწერას სტატისტიკური, ანუ ალბათური, ხასიათი აქვს. ტალღური ფუნქციის აბსოლუტური მნიშვნელობის (მოდულის) კვადრატი იმ ფიზიკური სიდიდეთა მნიშვნელობების ალბათობებია, რომლებზედაც დამოკიდებულია ტალღური ფუნქცია, მაგ., თუ მოცემულია ნაწილაკის ტალღური ფუნქციის დამოკიდებულება ''x, y, z'' კოორდინატებსა და ''t'' დროზე, ამ ტალღური ფუნქციის მოდულის კვადრატი განსაზღვრავს დროის ''t'' მომენტში ნაწილაკის აღმოჩენის ალბათობას იმ წერტილში, რომლის კოორდინატებია ''x, y, z''. იმის გამო, რომ მდგომარეობის ალბათობა განისაზღვრება ტალღური ფუნქციის კვადრატით, მას ალბათობის ამპლიტუდასაც უწოდებენ.