საკმლის ხე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
149.3.62.106-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Island-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
No edit summary
ხაზი 1:
{{ტაქსოდაფა *
| სახელი =საკმლის ხე
| სურათის ფაილი =Pistacia_atlantica_(Ein_Ovdat).JPG
| სურათის წარწერა =
| სურათის აღწერა =Pistacia atlantica
| სამეფო = მცენარეები
| განყოფილება =[[ფარულთესლოვნები]]
ხაზი 11:
| გვარი =[[ფსტა]]
| სახეობა ='''საკმლის ხე'''
| ლათ =Pistacia mutica, Pistacia atlantica
| ვიკისახეობები =
| commons =
}}
'''საკმლის ხე''', ''კევის ხე'', ''საღსაღაჯი'' (Pistacia mutica, Pistacia atlantica), ზაფხულ-მწვანე ხე [[ფსტა|ფსტის]] გვარისა. იშვიათი რელიქტური ჯიშია. მისი სიმაღლე 2-10 (15) [[მ]] აღწევს. აქვს ფართოდ გადაშლილი და ხშირად მიწის პირამდე ჩამოსული მომრგვალო ვარჯი. ყვავილობს აპრილში, ფოთლების გამოტანამდე. ნაყოფი სექტემბერ-ოქტომბერში მწიფდება. გავრცელებულია მცირე აზიიდან დასავლეთ ირანამდე. ყირიმსა და კავკასიის შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე ([[ანაპა]], [[გელენჯიკი]]), აღმოსავლეთ და სამხრეთ ამიერკავკასიაში. [[საქართველო]]ში იზრდება ქართლში, გარე კახეთსა და [[ქიზიყი|ქიზიყში]]. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი, კარგად შენახული კორომია შირაქის ზეგანზე ([[ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი]]). მეორე დიდი მასივი არის აზერბაიჯანში ყარაბაღის ველზე ([[სულთადის კორომი]], ისიც ნაკრძალია). საკმლის ხის კორომები ნათელი ტყის, საკმლისხიანის ან არიდული მეჩხერი ტყის სახელით არის ცნობილი და ვაკეებსა და მთისწინეთში გვხვდება. ხარობს მთის კალთებზეც, სადაც შერეულია სხვა ქსეროფილურ მერქნიან სახეობებთან ([[აკაკი (მცენარე)|აკაკი]], [[ბერყენა]], [[ქართული ნეკერჩხალი]], [[მუხა]], თელა, ჯაგრცხილა, ღვია და სხვა). მთებში ზღვის დონიდან 1000 მ-მდე აღწევს. სინათლისა და სითბოს მოყვარულია, კარგად ეგუება ნიადაგისა და ჰაერის სიმშრალეს, იტანს ნიადაგის დამლაშებასაც. პერსპექტიული მშრალი და ხრიოკი ადგილების გასამწვანებლად. რგავენ აგრეთვე ბაღ-პარკებში ეულად და მცირე ჯგუფებად ([[თბილისის ბოტანიკური ბაღი|თბილისის ბოტანიკურ ბაღში]] რამდენიმე ხეა). იზრდება ძალიან ნელა (120 წლისა 5 მ სიმაღლეს აღწევს). ცოცხლობს დიდხანს, 250-300 წელს (გვხვდება 1000 წლისაც კი). აქვს მკვრივი, მაგარი და მძიმე მერქანი, რომელსაც სადურგლო და სახარატო საქმეში იყენებენ. ღეროს ძივთში (გუმფისი) 75% ფისი და 25% ეთეროვანი ზეთებია. მშრალ ფისს ხმარობენ კევად. საღებავის დასამზადებლად, პარფიუმერიაში. ნაყოფი შეიცავს 60%-მდე ზეთს, რომელსაც ტექნიკური მიზნებისათვის იყენებენ, [[ფოთოლი]] — 20%-მდე ტანიდებს. შეტანილია საქართველოს "წითელ წიგნში". ამიერკავკასიაში საკმლის ხეს იყენებენ [[ნამდვილი ფსტა|ნამდვილი ფსტის]] (Pistacia vera) საძირედ.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/საკმლის_ხე“-დან