თეიმურაზ I: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 86:
 
ყოველი ნივთი მრავლად იყო, არა მქონდა მოსაგვარად (421)}}
[[1614]] წელს ხორეშანზე ქორწინებასთან დაკავშირებით თეიმურაზ მეფე მეტეხის ღვთის მშობლის ეკლესიას სწირავს: „შემოგწირეთ უჯარმის მონასტერი სიონი და ხორაუგს ქვაბნი... მას ჟამსა, ოდეს სასურველი ასული მეფისა... გიორგისი თანამეცხედრედ ჩვენდა მოყვანებად ხელვყავით“<ref>ქრონიკები, II, გვ. 440</ref>.
 
===შაჰ-აბასის შემოსევა===
[[1612]] წლის ირან-ოსმალეთის ზავის შემდეგ ქართველთა ცხოვრება გაუმჯობესდა, მაგრამ დიდხანს არ გაგრძელებულა. შაჰ-აბასი ვერ ეგუებოდა ზავის პირობებს, ამის გარდა მას არ აკმაყოფილებდა ქართლ-კახეთის სამეფოების ვასალური დამოკიდებულება, აშფოტებდა ქართველების ერთმორწმუნე რუსეთთან კავშირიც და გადაწყვიტა ქართლ-კახეთის საკიტხი ერთხელ და სამუდამოდ გადაეწყვიტა ირანის სასარგებლოდ. არაქელ დავრიჟეცის აზრით, შაჰის ძირითადი მიზანი, საქართველოში ქართველ მეფე-მთავართა შორის შუღლის ჩამოგდება, მათი დასუსტება და ქვეყნის საბოლოო დამორჩილება იყო.
 
საქართველოს ისტორიის ნარკვევების მეოთხე ტომში ნათქვამია: „[[1612]] წლის ზაფხულში შაჰმა თეიმურაზი და ლუარსაბი ნადირობის საბაბით მაზანდარანს დაიბარა“<ref>საქართველოს ისტორიის ნარკვევები, IV, თბ., 1973, გვ. 262</ref>. რეალურად შაჰის მიერ მეფეების დაბარება უნდა მომხდარიყო 1613 წლის ზამთარში. მეფეები შეყოყმანდნენ, არ ენდვნენ შაჰს და მაზანდარანს არ ჩავიდნენ. ისკანდერ მუნშის ცნობით, „ამირ-ყული ჯილავდარი, რომელმაც მოუტანა მათ ეს სასიხარულო ამბავი, სხვადასხვა მიზეზის მოგონებით გააჩერე ერთხანს; თითოეული მათგანი თავის წასვლას მეორის გამგზავრებას უკავშირებდა და სდებდა სხვა დროისათვის. იმდენი იძვრინეს თავი, რომ მაზანდარანში უკვე დათბა, გაზაფხული და ნადირობის დრო გავიდა და მისი უდიდებულესობა შაჰიც ამ ველაეთიდან წამოვიდა. ხსენებული ჯილავდარი ხელცარიელი გამოაბრუნეს საქართველოდან და შაჰის კარზე არ მივიდნენ“. ისკანდერ მუნში აგრძელებს და იძახის რომ მალე შაჰ აბასმა ამისთვის დასაჯა მეფეები და 1613 წლის 16 ოქტომბერს „სამღვთო ომისათვის საქართველოსკენ დაიძრა“. ასევე სხვა წყაროებიც ადასტურებენ რომ შაჰ აბასის საქაღტველოში პირველი ლაშქრობა [[1613]] წლის შემოდგომაზე მოხდა.
 
[[1614]], [[ირანი]]ს [[აბას I|შაჰის აბას I-ის]] ქართლსა და კახეთში ლაშქრობის დროს თეიმურაზ I იძულებული გახდა ლუარსაბ II-თან ერთად იმერეთში გახიზნულიყო. [[1615]], კახეთში ანტიირანული აჯანყების დროს, თეიმურაზ I სამეფო ტახტზე მიიწვიეს. იგი სათავეში ჩაუდგა აჯანყებას.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თეიმურაზ_I“-დან