გიორგი X: განსხვავება გადახედვებს შორის

2 405 ბაიტი დაემატა ,  6 წლის წინ
არ არის რედაქტირების რეზიუმე
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
No edit summary
No edit summary
|გარდაცვალების ადგილი =
|ქორწინება =
|შვილები =1.[[ლუარსაბ II]]<br />2.ლელა<br />3.ელენე (ლელა)<br />4.[[ხორეშანი]]
|დინასტია = [[ბაგრატიონები]]
|მამა = [[სიმონ I]]
}}
 
'''გიორგი X''' (დ. [[1560]]-[[1565]] შორის — გ. [[1606]]) — [[ქართლის სამეფო|ქართლის]] [[მეფე]] [[1600]]-[[1606]] წლებში. [[სიმონ I|სიმონ I-ის]] ძე.
 
==ბიოგრაფია==
უფლისწულობაში ოსმალთა წინააღმდეგ ქართლის [[1598]]-[[1599]] აჯანყების ერთ-ერთი მეთაური იყო. [[1599]] სათავეში ედგა შიდა ქართლის ჯარს და დავალებული ჰქონდა აჯანყების ჩასაქრობად ქართლში შემოსულ ოსმალთა ლაშქრისაგან გორის დაცვა. [[ნახიდურის ბრძოლა 1599|ნახიდურის ბრძოლაში]] ([[1599]]) ქართველთა დამარცხებისა და სიმონ I-ის დატყვევების შემდეგ გიორგი X უკან გაბრუნებულ ოსმალებს დაედევნა, მაგრამ ვერ მიეწია და ქართლში დაბრუნდა. [[1601]] ოსმალთაგან გაათავისუფლა ლორე. ირან-ოსმალეთის [[1602]]-[[1612]] ომში იძულებული იყო ქართლის ლაშქრით ებრძოლა ირანის მხარეზე. [[1603]]-[[1604]] მონაწილეობდა ერევნის აღებაში. [[1604]] [[აბას I|აბას I-ის]] ნებართვით ქართლში დაბრუნდა თბილისსა და ახალციხეში მდგარი ოსმალების წინააღმდეგ საბრძოლველად. აბას I-მა გიორგი X-ს წაართვა ლორე-დებედის ხეობა — საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მხარე სამხრეთით. გიორგი X-ის დროს, [[1604]]-[[1605]], საფუძველი ჩაეყარა რუსეთისა და ქართლის პოლიტიკურ ურთიერთობას: მიღწეულ იქნა შეთანხმება, რითაც რუსეთ-ქართლის კავშირი და რუსეთის მფარველობა განმტკიცებული უნდა ყოფილიყო გიორგი X-ის ასულის ელენესა და თედორე ბორისის ძე გოდუნოვის დაქორწინებით. მაგრამ რუსეთის საშინაო მდგომარეობის გაუარესებამ და პოლონეთ-შვედეთის ინტერვენციის დაწყებამ ეს გეგმა ჩაშალა და ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობაც შეწყდა.
 
===ოჯახი===
ქართული წყაროების მიხედვით გიორგი მეფეს ორი ქალიშვილი ჰყავდა. ბერი ეგნატაშვილისა და ვახუშტის ცნობით, ერთს რქმევია თინათინი, მეორეს — ხორეშანი. ფარსადან გორგიჯანიძე ორ დას გვისახელებს, რომელტაგან ერთს რქმევია ლელა, მეორეს ხორეშანი. ორ დას ელენესა და ხორეშანს ასახელებენ ანტონ კათალიკოსი და იოანე ბატონიშვილი. კორნელი კეკელიძემ დაასაბუთა, რომ ლუარსაბის დები არიან ელენე და ხორეშანი. ლელა ელენეს მეორე სახელია, რომელიც მისთვის შემდეგ შეურქმევიათ. კორნელი კეკელიძის აზრით, ლელა-ელენე უფროსი და ყოფილა. იგი გიორგი მეფის ასულია, რომელსაც რუსი ელჩები თხოულობდნე ბორის გოდუნოვის ძის თევდორესათვის. ეს ქორწინება არ შედგა. ლელა-ელენე თვით შაჰ-აბასს უთხოვია ცოლად და „ფათმან სულთან ბეგუმი“ დაურქმევია. შემდეგ ლელა შაჰ-აბასს ფეიქარ-ხანისათვის მიუცია. ეს მომხდარა მას შემდეგ, რაც შაჰმა ლუარსაბ მეფე გუდაბყალის ციხეში მოაშთობინა (1622), რადგანაც ამ აქტის შემდეგ შაჰი უკვე აღარ ენდობოდა ლელას.
 
==ლიტერატურა==
*''გუჩუა ვ.,'' ქსე, ტ. 3, გვ. 161, თბ., 1978
 
{{დაიწყე ყუთი}}
{{s-hou|[[ბაგრატიონები|ბაგრატიონთა დინასტია]]||[[1560]]-დან [[1565]]-მდე||[[1606]]}}