მიხეილ ლერმონტოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(→‎ბიოგრაფია: clean up, replaced: არა აქვს → არ აქვს using AWB)
ლექსების წერა ლერმონტოვმა [[1828]] წელს დაიწყო, გამოქვეყნება — [[1837]]-დან. ლერმონტოვს სახელი გაუთქვა ამავე წელს დაწერილმა ლექსმა „პოეტის სიკვდილი“, რომელიც სწრაფად გავრცელდა ხელნაწერის სახით. მძაფრი მამხილებელი პათოსის გამო მეფის მთავრობამ „რევოლუციის მოწოდებად“ მიიჩნია [[პუშკინი, ალექსანდრე|პუშკინის]] მკვლელებისადმი მიმართული ეს ლექსი. ლერმონტოვი საქართველოში გადმოასახლეს და ნიჟნი-ნოვგოროდის დრაგუნთა პოლკში განაწესეს. პოეტმა საქართველოში 2 — 3 თვე დაყო (დაახლოებით [[1837]] ოქტომბერ-დეკემბერი), გაეცნო ქართველ მოღვაწეებს. [[საქართველო|საქართველოს]] წარმტაცმა ბუნებამ, ქართველთა თავისებურმა ყოფამ, ხალხურმა სიტყვიერებამ პოეტზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა.
 
[[1837]] ბოლოს ლერმონტოვი რუსეთში დააბრუნეს. მოწინავე საზოგადოება აღფრთოვანებით ეგებებოდა მის ყოველ ახალ ნაწარმოებს. [[1840]] წელს ლერმონტოვი უმნიშვნელო საბაბით გადმოასახლეს ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც რამდენიმე ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა ქართველ ოფიცერ კ. მამაცაშვილთან ერთად. ინტრიგები ლერმონტოვის წინააღმდეგ კავკასიაშიც გრძელდებოდა. საბედისწერო გამოდგა პოეტის შეკამათება მაიორ ნ. მარტინოსთანმარტინოვთან, რომელმაც დუელში გამოიწვია და მოკლა პოეტი.
 
ლერმონტოვი მოღვაწეობდა იმ „უდროობის ეპოქაში“, როცა დეკაბრისტები უკვე გაანადგურეს, რევოლუციონერ-დემოკრატები კი ჯერ ასპარეზზე არ იყვნენ გამოსული. პოეტმა დეკაბრისტებისა და პუშკინის საუკეთესო ტრადიციები განავითარა და იშვიათი მხატვრული ძალით გამოხატა მოწინავე საზოგადოების ფიქრები რუსეთის მომავალზე, ხალხის ბედზე, პიროვნების თავისუფლებაზე. ლერმონტოვი ილაშქრებდა დესპოტიზმის წინააღმდეგ, სწამდა, რომ „დაემხობიან გვიგვინი ხელმწიფისანი“ (ლექსები „თურქის ჩივილი“, [[1829]]; „წინასწარმეტყველება“, [[1830]]; პოემები „აღსარება“ [[1839]]; „თავისუფლების უკანასკნელი შვილი“, 1831; პიესები „ადამიანები და ვნებები“, [[1839]]; „უცნაური ადამიანი“, [[1831]]; „მასკარადი“, [[1825]]; დაუმთავრებელი რომანი „ვადიმი“, [[1832]] და სხვა). ლერმონტოვის პირველი პერიოდის ([[1828]]—[[1837]]) შემოქმედებაში ჭარბობს რომანტიკული ხასიათის თხზულებანი. პოეტის აქტიური რევოლუციური რომანტიზმი რეალისტურ ნაკადსაც შეიცავს. ლერმონტოვის თავისუფლებისმოყვარე, მეამბოხე გმირები ვერ ურიგდებიან არსებულ უხამსობასა და უსამართლობას; ხშირად მარცხდებიან, მაგრამ ქედს მაინც არ იდრეკენ. ლერმონტოვის შემოქმედებაში დიდი ადგილი დაიკავა კავკასიის თემამ. მას სამართლიანად უწოდებენ კავკასიის მომღერალს. ლერმონტოვის ადრინდელი თხზულებებში მხატვრულად განსხეულდა ბავშვობაში მიღებული კავკასიური შთაბეჭდილებები, მთიელთა ყოფა და ბრძოლა თავისუფლებისათვის („კავკასია“, „კავკასიის ლურჯი მთელი“, „ჩერქეზები“, „კავკასიის ტყვე“, „აული ბასტუნჯი“, „იზმაილბეი“ და სხვა.)
ანონიმური მომხმარებელი