ეგვიპტის პრეისტორია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 11:
== ჰოლოცენი ==
[[ჰოლოცენი]]ს ეპოქაში გადასვლისას [[მუსონი|მუსონის]] ზონის ჩრდილოეთით გადანაცვლებამ გამოიწვია ჰავის მნიშვნელოვნად დატენიანება. ნილოსის წყლის დონემ მოიმატა და მისი ადიდებებიც არაპროგნოზირებადი გახდა. თევზთა შორის გავრცელებულია ნილოსის წერი. მის დასაჭერად გამოიყენებდნენ ძვლისგან დამზადებულ [[ჰარპუნი|ჰარპუნებს]]. ნადირობდნენ წყლის ფრინველებზე, [[გაზელი|გაზელზე]], გარეულ მსხვილფეხა საქონელზე, [[ნიანგი|ნიანგებსა]] და [[ბეჰემოთი|ბეჰემოთებზე]]. ნილოსის უფრო ძლიერი ადიდებების გამო შესაძლებელი გახდა მოსახლეობის მიერ სხვა დაბლობების ათვისებაც, როგორიცაა [[ელ-ფაიუმი|ფაიუმი]] ანდა ნაბტას დაბლობი. აქ მოიპოვებოდა ისეთი მცენარეები, როგორიცაა [[ღოლო]], [[ჭილი (გვარი)|ჭილი]] და ''Persicaria''. [[ნაბტა-პლაია]]ში ([[მლაშობი ნიადაგი|მლაშობი]]) ძვ. წ. 6000 წლიდან გამოვლენილია კერამიკაც. საცხოვრებლები ძირითადად მწყობრად განლაგებულ ქოხებს წარმოადგენდა კერიებითა და დამატებითი სათავსოებით. გამოვლენილია სამი სახეობის [[ქერი]], პარკოსანი მცენარეები, [[ფეტვი]] და უამრავი სხვა კულტურული მცენარე. აღმოსავლეთის უდაბნოში ამ პერიოდისთვის არსებობს ადრეული მეცხოველეობის ნიშნებიც.
 
=== ნეოლითი ===
[[ნეოლითი]]ს ხანის ყველაზე ადრეული ძეგლები ეგვიპტეში აღმოჩენილია [[ელ-ფაიუმი|ფაიუმში]] ([[ფაიუმის კულტურა A]], დაახლ. ძვ. წ. 5000 წ.). აქ მცხოვრები მიწათმოქმედები პატარა დასახლებებში ფაიუმის ტბის ნაპირებზე ცხოვრობდნენ, აშენებდნენ მარცვლეულ კულტურას და მოსავალს ინახავდნენ მიწის ქვეშა სათავსოებში. გამოვლენილია ქვის იარაღები და უბრალო ჭურჭელი. აქვეა ეგვიპტეში უძველესი ნიშნები ქსოვის ხელოვნებისა.
 
== სქოლიო ==