აღჯაყალა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+ლიტერატურა
No edit summary
ხაზი 1:
'''აღჯაყალა''' ([[თურქ.]] akçakale - თეთრი ციხე), ქართულ ისტორიულ წყაროებში ამ სახელწოდებით ცნობილია რამდენიმე პუნქტი:
 
* სოფელი საქართველოს ისტორიულ მხარეში - [[პალაკაციო]]ში, [[ჩილდირის ტბა|ჩილდირის ტბის]] ნაპირზე (ახლანდელი [[თურქეთი]]ს ტერიტორია). ქართულ წყაროებში იხსენიება "თეთრ ციხედ";
 
* ციხესიმაგრე ქვემო ქართლის ისტორიულ პროვინციაში [[გაჩიანი|გაჩიანში]] (შემდეგდროინდელ [[სომხითი|სომხითში]]). მისი ნანგრევები შემორჩენილია მდინარე დებედის ქვემო წელის მარჯვენა ნაპირის ვაკეზე, სოფ. კუშჩის ([[მარნეულის მუნიციპალიტეტი]]) მახლობლად. სახელწოდება ჩნდება XV საუკუნეში, შერქმეულია თურქმანთა მიერ. ძველ ქართულ წყაროებში [[გაგი (ციხესიმაგრე)|გაგის ციხედ]] იხსენიება. აღჯაყალა გვიანდელი შუა საუკუნეებში სომხითის მთავარი ციხესიმაგრე იყო. იდგა სტრატეგიულად მნიშვნელოვან მაგისტრალზე, რომელიც საქართველოს აკავშირებდა ახლო ახმოსავლეთთან, კერძოდ, ირანთან. აღჯაყალა სამხრეთიდან იცავდა თბილისის მისადგომებს. ირანელი მმართველები დაჟინებით ცდილობდნენ აღჯაყალის ხელში ჩაგდებას, დებედის ველზე მომთაბარეთა დასახლებას, აქ ქართულ ფეოდალური მეურნეობის აღმოფხვრას და [[ქართლის სამეფო|ქართლის სამეფოს]] სამხრეთ მისადგომების მოშლას. ირანის შაჰების პოლიტიკა შეუპოვარ წინააღმდეგობას ხვდებოდა ქართველი მეფეების მხრივ, რომლებმაც, საბოლოოდ შეინარჩუნა აღჯაყალა.
 
==ლიტერატურა==
*''მუსხელიშვილი დ.,'' ქსე, ტ. 2, გვ. 66, თბ., 1977
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აღჯაყალა“-დან