კირილ თუმანოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 2:
 
==ბიოგრაფია==
თუმანოვი ეკუთვნოდა თავად [[თუმანიშვილები |თუმანიშვილთა]] რუსეთში დაფუძნებულ შტოს; დაიბადა [[სანქტ-პეტერბურგი|ს.-პეტერბურგში]], ქართველი მამისა და რუსი დედის ოჯახში. ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ, დედასთანმამასთან ერთად თავი ჯერ [[პარიზი|პარიზს]] (1918), შემდეგ კი შეერთებულ შტატებს შეაფარა (1928). დაამთავრა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი და მოიპოვა დოქტორის ხარისხი 1943 წელს; იქვე მუშაობდა წლების მანძილზე და მიიღო საპატიო პროფესორის წოდება. 1970-იდან პენსიაზე იყო. იგი იყო ასევე მალტის რაინდთა სუვერენული ორდენის წევრი და ამ ორდენის ოფიციალური ისტორიკოსი-კონსულტანტი.
 
თუმანოვი ავტორია დასავლეთში სტანდარტულად აღიარებული შრომებისა შუა საუკუნეების კავკასიის ისტორიაზე, ასევე ქართული და სომხური არისტოკრატული საგვარეულოების გენეალოგიაზე. მიუხედავად ბევრი ღირსებისა, მისი ზოგიერთი გენეალოგიური სქემა არ არის საყოველთაოდ გაზიარებული. მისი შრომებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია 1963 წ. გამოცემული ''Studies in Christian Caucasian History'' ("კვლევები ქრისტიანული კავკასიის ისტორიაში").
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კირილ_თუმანოვი“-დან