კახეთის აჯანყება (1605): განსხვავება გადახედვებს შორის

 
აჯანყებულებმა დახმარება სთხოვეს ქართლის მეფეს [[გიორგი X|გიორგი X-ს]], რომელმაც მათ [[ამილახვარი, პაპუნა|პაპუნა ამილახვარი]] მიაშველა ზემო ქართლის ჯარით. ბრძოლა გაიმართა [[22 ოქტომბერი|22 ოქტომბერს]] [[ბელაქნისწყალი|ბელაქნისწყალზე]], სადაც კონსტანტინე I-ის ლაშქარი დამარცხდა, ხოლო თვითონ ბრძოლაში დაიღუპა.
 
==აჯანყების შედეგი==
შაჰი თავრიზში იყო, როცა კახეთის აჯანყებისა და კონსტანტინეს მოკვლის ამბავი გაიგო. ამ დროს ირან-ოსმალეთის ომი მიმდინარეობდა და მას ამ ამბისათვის ყურადრების მისაქცევად არ ეცალა. 1606 წლის გაზაფხულზე შაჰმა ყარაბაღი აიღო და ქეთევან დედოფლის ელჩებიც ეახლნენ, თეიმურაზი კახეთის მეფედ სთხოვეს. „კახთ წარგზავნეს მოციქულნი ყაენთანა, შეეხვეწნენ და ითხოვეს ბატონი თეიმურაზ“<ref>პარიჟის ქრონიკა ანუ ცხოვრება საქართველოჲსა, ზ. ჭიჭინაძის გამოცემა, თბ., 1903, გვ. 26</ref>. ამასვე ადასტურებს ისქანდერ მუნშიც: „ქართველი დიდებული აზნაურები, რომლებიც კონსტანტინე ხანს ეწინააღმდეგებოდნენ და მის მოსპობას ცდილობდნენ, შაჰის კარზე მოვიდნენ, მორჩილება განუცხადეს ხელმწიფეს, ითხოვეს თავიანთი დანაშაულის პატიება და შეევედრნენ, რომ თეიმურაზი დაუდ-ხანის შვილი და ალექსანდრე ხანის შვილიშვილი, რომელიც ხელმწიფის სამსახურში იყო, იმ ქვეყნის მმართველად დაენიშნა“. შაჰმა დიდად იწყინა კახელების აჯანყება, მაგრამ არ შეიმჩნია, „სოფლის საფერისად ასრე ბრძანა: ხელიმც შერჩებისო, მამის მკვლელს უარესი უნდა დაემართოსო“<ref>ფარსადან გორგიჯანიძე, გვ. 19</ref>.
 
კახეთის აჯანყებამ აიძულა შაჰი დათმობაზე წასულიყო. მან [[1606]] წელს კახეთის მეფედ ქრისტიანი თეიმურაზი დაამტკიცა.