კახეთის აჯანყება (1605): განსხვავება გადახედვებს შორის

 
კონსტანტინე მირზამ მამისა და ძმის მოკვეთილი თავები შაჰ-აბასს გაუგზავნა და თვითონ კახეთის ტახტი დაიჭირა. ასეთი იყო შაჰის დაპირება: „რა შირვანი დაიჭირო მამა შენი მოკალ და კახეთიც შენთვის მამიცემიაო“<ref>ფ. გორგიჯანიძე, გვ. 318</ref>. ეს ამბავი რუსი ელჩების თვალწინ დატრიალდა. კახეთის სამეფო სახლში გადატრიალებამ ტატიშჩევის დიპლომატია დაანგრია, ელჩები ჩქარა დარწმუნდნენ, რომ ამჯერად მოსკოვის მეფის პოლიტიკამ კახეთში მარცხი განიცადა. რუს ელჩებთან საუბარში კონსტანრინე ამტკიცებდა, რომ შაჰის ბრძანებით არ მომიკლავს მამა და ძმაო. გიორგი თურქეთის ფაშას დაუმოყვრდა და თურქებისათვის უნდოდა ქართული მიწის მიცემა, ამიტომ დაემართა ასე, მამა-ალექსანდრე კი ჩხუბში შემთხვევით მოიკლაო<ref>С. Белокуров, I, გვ. 485</ref>.
 
 
 
 
ამის შემდეგ კონსტანტინემ თავი კახეთის მეფედ გამოაცხადა.