კახეთის აჯანყება (1605): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მრავალმნიშვნელოვნება*|კახეთის აჯანყება (მრავალმნიშვნელოვანი)}}
'''კახეთის აჯანყება 1605''' — კახეთის[[კახეთი]]ს მოსახლეობის ბრძოლა [[კახეთის სამეფო|კახეთის ტახტის]] უზურპატორის [[კონსტანტინე I (კახეთის მეფე)|კონსტანტინე I]]-ის წინააღმდეგ.
 
==ისტორია==
===აჯანყების მიზეზი===
კონსტანტინე ბავშვობიდანვე მძევლად იმყოფებოდა შაჰის კარზე, სადაც მას სპეციალურად ზრდიდა [[შაჰ-აბასი]]. [[1605]] წელს [[მუსულმანობა|გამუსულმანებული]] კონსტანტინე [[შაჰ-აბასი|შაჰ-აბასმა]] ჯარით კახეთში დააბრუნა და საგამგებლოდ [[შირვანი]] უბოძა. მას შაჰის დავალებით შირვანი ოსმალთაგან უნდა გაეთავისუფლებინა და თვითონ დაეჭირა, რაშიც ალექსანდრე უნდა დახმარებოდა. შაჰმა კონსტანტინე საიდუმლოდ დამოძღვრა: „წადი და მოკალ მამა-შენი და ძმა-შენი და კახეთიც შენ დაიჭირე“<ref>ბერი ეგნატაშვილი, გვ. 382</ref>. ეს იმ შემთხვევაში უნდა მომხდარიყო, თუ კონსტანტინე მამასა და ძმას „ღალატს“ შეატყობდა. [[გიორგი ბატონიშვილი (ალექსანდრე II-ის ვაჟი)|გიორგი ბატონიშვილმა]] მართლაც დაიწყო ყოყმანი შირვანზე გასალაშქრებელი ჯარის მისაცემად. კონსტანტინეს უნდა აესრულებინა შაჰის დავალება და კახეთი თვით დაეჭირა. ამით კახეთის საკითხი საბოლოოდ ირანის სასარგებლოდ წყდებოდა, რადგანაც ერთადერთი სხვა ტახტის მემკვიდრეც თეიმურაზი შაჰის კარზე იმყოფებოდა. ბრძოლა გიორგისა და კონსტანტინეს შორის მოსკოვისა და ირანის ინტერესების აშკარა შეჯახებას წარმოადგენდა.
 
[[1605]] წლის 12 მარტს კონსტანტინე-მირზა მამას ეწვია და მოლაპარაკება გამართა თითქოს შირვანს სალაშქროდ ჯარის გამოყვანის თაობაზე. კონსტანტინემ კახელებს შირვანზე გალაშქრება მოსთხოვა, მაგრამ [[ალექსანდრე II (კახეთის მეფე)|ალექსანდრე II]] სპარსეთ-ოსმალეთის ომის შესაძლო შედეგს ითვალისწინებდა და ომისაგან თავს იკავებდა. თათბირს ცხარე კამათი მოჰყვა. უკმაყოფილო კონსტანტინემ შაჰ-აბას I-ის დავალებითა და სპარსელების დახმარებით მისივე კარავში მოკლა მამა — [[ალექსანდრე II (კახეთის მეფე)|ალექსანდრე II]], ძმა — [[გიორგი ბატონიშვილი (ალექსანდრე II-ის ვაჟი)|გიორგი]], რუსთველი ეპისკოპოსი, მისი ძმა აბელი და რამდენიმე თავადი, ხოლო ალავერდის მიტროპოლიტი დაჭრეს. ამის შემდეგ კონსტანტინემ თავი კახეთის მეფედ გამოაცხადა.
 
ამ ფაქტმა კახეთში დიდი აღშფოთება გამოიწვია. მოსახლეობამ გამაჰმადიანებული კონსტანტინე I მეფედ არ მიიღო და იარაღს მოჰკიდა ხელი.