კახეთის აჯანყება (1605): განსხვავება გადახედვებს შორის

'''კახეთის აჯანყება 1605''' — კახეთის მოსახლეობის ბრძოლა ყიზილბაშ დამპყრობთა წინააღმდეგ.
 
==ისტორია==
==აჯანყების მიზეზი==
კონსტანტინე ბავშვობიდანვე მძევლად იმყოფებოდა შაჰის კარზე სადაც მას სპეციალურად ზრდიდა [[შაჰ-აბასი]]. გამუსულმანებული კონსტანტინე შაჰ-აბასის დავალებით კახეთში გამოიგზავნა და შემდგომ მისი გამეფებით შეესუსტებინა რუსეთის გავლენა კახეთზე და ყოფილიყო ირანის დაქვემდებარებაში. იმისათვის რომ აღნიშნული მისია კონსტანტინეს აღესრულებინა საჭირო იყო „ღალატის“ საბაბით მოეკლა კახეთის სამეფო კარის წარმომადგენლები, კერძოდ მამამისი — ალექსანდრე და მისი ძმა — გიორგი. ღალატის მიზეზად უნდა გამხდარიყო, შაჰ-აბასის მიერ კონსტანტინესათვის ნაბოძები, მაგრამ ჯერ კიდევ ოსმალების ხელში არსებული შირვანის ბრძოლით აღება.
აჯანყების უშუალო საბაბი გახდა [[შაჰ-აბასი|აბას I-ის]] დავალებით [[კონსტანტინე I (ალექსანდრე II-ის ძე)|კონსტანტინე მირზას]] მიერ მამის, [[ალექსანდრე II (კახეთის მეფე)|ალექსანდრე II-ის]] ძმისა და სხვა კახელი დიდებულების დახოცვა ([[12 მარტი]]). ამ ფაქტმა კახეთში დიდი აღშფოთება გამოიწვია. მოსახლეობამ გამაჰმადიანებული კონსტანტინე I მეფედ არ მიიღო და იარაღს მოჰკიდა ხელი.
 
1905 წლის 12 მარტს
 
აჯანყება [[ქიზიყი]]დან დაიწყო. კონსტანტინე I სასწრაფოდ გაემართა იქითკენ და დიდი საჩუქრებით, დაპირებებითა და შაჰის აგენტების დახმარებით მოახერხა აჯანყებულთა ასისთავების მოსყიდვა. მარტის დამლევს კონსტანტინე I [[გრემი|გრემში]] ჩავიდა. აქ თავადებსა და სხვა თავკაცებს დიდი პატივი სცა, შაჰის სახელით შირვანში ლაშქრობა გამოაცხადა, მოლაშქრეებს დიდ ჯილდოს შეჰპირდა. ამით მან აჯანყება დროებით შეაჩერა. კახეთის მესვეურები, რომელთაც სათავეში მეფე დავით I-ის ქვრივი [[ქეთევან დედოფალი]] ედგა, გარეგნულად კონსტანტინეს ერთგულობდნენ, ფარულად კი აჯანყებისათვის ემზადებოდნენ.