შირვანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 6:
[[XII საუკუნე]]ში შირვანმა სოციალური და კულტურულ-ეკონომიკური აღმავლობას მიაღწია: განვითარდა სოფლის მეურნეობა, ხელოსნური წარმოება, ვაჭრობა, ქალაქები და საქალაქო ცხოვრება; გამოცოცხლდა კულტურული ურთიერთობანი, შირვანშაჰების კარზე აღორძინდა ლიტერატურული ცხოვრება — [[აბუ ლა-ალა განჯევი]], [[ხაკანი შირვანი]], [[ფალექი შირვანი]] სპარსულენოვანი პოეზიიზ შედევრებს ქმნიდნენ.
 
[[მონღოლები|მონღოლთა]] ბატონობამ შირვანიც დიდად დააზარალა. ჰულაგუიანთა და [[ოქროს ურდო]]ს სახელწიფოთა შორის ბრძოლის ასპარეზი ხშირად შირვანი იყო. ჰულაგუიანთა ბატონობის დროს შირვანმა შეძლო გაურკვეული პოტიკური თავისთავადობის შენარჩუნება. [[1382]] წლიდან შირვანს მართავდა შირვანშაჰთა ახალი დინასტია. [[იბრაჰიმ I]] (1382-1417) [[თემურლენგი]]ს სიკვდილის შემდეგ დამოუკიდებელი მმართველი გახდა. XIV საუკუნეში შირვანი შედარებით ძლიერი და ეკონომიკურად დაწინაურებული სახელმწიფო იყო. გაფართოვდა ტრადიციული [[აბრეშუმი]]თ ვაჭრობა. მაგრამ თურქი ტომების ახალმა გაერთიანებამ შირვანის სახელმწიფო წელში გატეხა (1500). მომდევნო წლებში შირვანშაჰები, თუმცა წინააღმდეგობას უწევდნენ ახალ ძალას, მაგრამ უშედეგოდ - 1538 წელს სახელმწიფომ შეწყვიტა არსებობა. შირვანი სეფიანთა სახელმწიფოს ოლქად გადაიქცა. [[1605]] წელს შაჰმა [[აბას I (ირანი)|აბას I-მა]] კონსტანტინეს[[კონსტანტინე I (კახეთის მეფე)|კონსტანტინე I-ს]] საგამგებლოდ შირვანი უბოძა. მას შაჰის დავალებით შირვანი ოსმალთაგან უნდა გაეთავისუფლებინა. [[1748]] წელს აქ წარმოიქმნა [[შირვანის სახანო]].
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შირვანი“-დან