გულბაათ ჭავჭავაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''გულბაათ (პანტელეიმონ) ივანეს ძე ჭავჭავაძე''' (დ. 1796, წინანდალი, — გ. 2 აგვისტო 1863, წინანდალი) — ქართველი თავადი. იგი ცნობილია როგორც ლეგენდარული ქართველი [[თამადა]] და მსმელი, რომელიც ერთ ჯერზე 25 ლიტრს [[ღვინო]]ს სვამდა. დაიბადა [[წინანდალი|წინანდალში]]. მამა — იოანე (ნინია) ზურაბის ძე ჭავჭავაძე, დედა — ანა. 16 წლის ასაკში დაობლდა. ჰყავდა ორი ძმა იასონი და სპირიდონი. გულბაათ ჭავჭავაძის შვილიშვილი იყო თავადი, ქართველი სამხედრო მოღვაწე, [[ალექსანდრე ჭავჭავაძე (გენერალი)|ალექსანდრე ჭავჭავაძე]]. 1822 წელს გულბაათ ჭავჭავაძე დაქორწინდა ანა იოსების ასულ ქობულაშვილზე (1809-1840), ხოლო 1840 წელს თამარ ედიშერის ასულ ჩოლოყაშვილზე (1812-1848). პირველი ქორწინებიდან წყვილს შეეძინა 4 შვილი: ზაქარია, ანასტასია, დარეჯანი (დარია) და ანა, ხოლო მეორე ქორწინებიდან აგრეთვე 4 შვილი: არჩილი, ეკატერინე (მალუცა), მარიამი და ნიკოლოზი. გულბაათ ჭავჭავაძემ მთელი ცხოვრება [[წინანდალი|წინანდალში]] გაატარა. XIX საუკუნის [[საქართველო]]ში გულბაათ ჭავჭავაძე აღიარებული იყო უპირველეს თამადად. მთელი თავისი ცხოვრება ადგილ-მამულების დამუშავებით იყო დაკავებული. მიღებული შემოსავლით მან კარგი განათლება მისცა თავის უმცროს ძმებს და შვილებს. მიღებული განათლებით მისი ოჯახიდან 7 გენერალი გამოვიდა. მის შესახებ წერდნენ [[საქართველო]]ში ჩამოსული [[მიხეილ ლერმონტოვი]], [[ალექსანდრე დიუმა]]. იმდროინდელი რუსული პრესაც წერდა მის შესახებ. ლერმონტოვი მის შესახებ წერდა თავის მეგობარს, რავენსკის: {{ციტატა|მე საქართველოში ბევრ კარგ ადამიანს შევხვდი, მათ შორის გამოვყოფ იასონ, სპირიდონ ჭავჭავაძეებს და მათ უფროს ძმას სტუმარ-მასპინძლობით ცნობილ გულბაათს}} [[ალექსანდრე დიუმა]] კავკასიაში მოგზაურობის დროს შეხვდა მას, რაც აღნიშნა კიდევაც თავის წიგნში „კავკასია“.
 
რუსეთის მეფის მემკვიდრემ ალექსანდრემ [[საქართველო]]ში სტუმრობის დროს ის პეტერბურგში მიიწვია. მეფედ კურთხევის მერე [[ალექსანდრე II]]-ს გულბაათი პეტერბურგში ესტუმრა. ალექსანდრე II-მ დიდი პატივით მიიღო გულბაათი და კარგად უმასპინძლა. საქართველოს გასაბჭოების პირველ წლებში კომუნისტებმა სასაფლაო გაძარცვეს და გაანადგურეს. ცნობილმა ქართველმა პოეტმა [[ლადო ასათიანი|ლადო ასათიანმა]] 1942 წელს გამოაქვეყნა ლექსი „გულბაათ ჭავჭავაძე“, რომელიც მიეძღვნამიუძღვნა ლეგენდარულ ქართველ მსმელსა და თამადას, გულბაათ ჭავჭავაძეს. გულბაათ ჭავჭავაძე დაკრძალულია [[წინანდალი|წინანდალში]] ჭავჭავაძეების საგვარეულო სასაფლაოზე. საქართველოს გასაბჭოების პირველ წლებში კომუნისტებმა სასაფლაო გაძარცვეს და გაანადგურეს.
 
==რესურსები ინტერნეტში==