როსტომი (ქართლის მეფე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 27:
}}
 
'''როსტომი''' (ასევე '''როსტომ ხანი''', '''ხოსრო მირზა''', '''ქაიხოსრო ბატონიშვილი'''; დ. [[1565]] — გ. [[1658]], [[თბილისი]]), [[ქართლის სამეფო|ქართლი]]ს მეფე [[1633]]-[[1658]], [[ქართლ-კახეთის სამეფო|ქართლ-კახეთის]] მეფე [[1648]]-[[1656]]. [[დავით XI|დავით XI-ის]] (დაუთ-ხანის) ძე.

აღიზარდა [[ირანი|ირანში]]. [[აბას I (ირანი)|აბას I-მა]] იგი თავისი გვარდიის სარდლად (ყულარაღასად) დანიშნა, შემდეგ კი ისპაანის მოურავიც გახდა. ქართველების თვალსაზრისით, როსტომი მეფე იყო, რომელიც თავს ირანის ვასალად აღიარებდა, შაჰი კი ქართლს ირანის პროვინციად მიიჩნევდა და როსტომს თავის მოხელედ თვლიდა.
 
როსტომის გამეფებით ირანისა და ქართლის ურთიერთობაში ერთგვარი კომპრომისი დამყარდა. ირანი უცვლელად ტოვებდა ქართულ სოციალურ-ეკონომიურ წყობას, ტახტსაც [[ბაგრატიონები|ბაგრატიონთა]] დინასტია ფლობდა, თუმცა [[ისლამი|მაჰმადიანობის]] პირობითა და "ვალის" ტიტულით. "გურჯისტანის ვალის" ხარკი და საჩუქრები უნდა ეძლია ირანისათვის. როსტომმა ქართლში გამეფებისთანავე [[თბილისი]]ს, [[გორი]]სა და [[სურამის ციხე]]ში [[ყიზილბაში]] მეციხოვნეები ჩააყენა, ირანიდან ჩამოყოლილ ქართველ თავად-აზნაურებს მამულები უბოძა, მოხელეებად თავისი მომხრეები დანიშნა. [[1648]] შაჰის დავალებით კახეთში ილაშქრა, [[თეიმურაზ I]] განდევნა და კახეთი დაიკავა. ჩამოსვლისთანავე ცოლად შეირთო [[ლევან II დადიანი]]ს და მარიამი.