შარლ გუნო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
(ბოტი: Charles_Gounod.jpg შეიცვალა Charles_Gounod_(1890)_by_Nadar_-_Original.jpg-ით)
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Charles Gounod (1890) by Nadar - Original.jpg|მინი|შარლ გუნო]]
'''შარლ გუნო''' ([[ფრანგ.]] Charles François Gounod; დ. [[17 ივნისი]], [[1818]] - გ. [[18 ოქტომბერი]], [[1893]]) — ფრანგი [[კომპოზიტორი]], ოპერა "[[ფაუსტი (ოპერა)|ფაუსტის]]" ავტორი. საფრანგეთის ინსტიტუტის წევრი ([[1866]]). [[1836]]-[[1838|38]] წლებში პარიზის კონსერვატორიაში სწავლობდა. [[ჟაკ ფრანსუა ჰალევი|ჟ. ფ. ჰალევისთან]] (კონტრაპუნქტი და ფუგა), [[ფერდინანდო პაერი|ფ. პაერთან]] და ჟ. ფ. ლესიუერთან (კომპოზიცია). [[1839]] მისმა კანტატა „ფერნანმა“ რომის დიდი პრემია დაიმსახურა. [[1845]]-[[1852|52]] მუშაობდა პარიზის ერთ-ერთ ეკლესიაში ორგანისტად და კაპელმეისტერად. [[1852]]-[[1860|60]] სათავეში ჩაუდგა პარიზის „ორფეონს“ (საგუნდო საზ-ბათა გაერთიანება). [[1870]]-[[1875|75]] ცხოვრობდა ლონდონში, სადაც დააარსა საზ-ბა „გუნოს გუნდი“ (ამჟამად „სამეფო საგუნდო საზოგადოება“). [[1850]] გუნომ დაწერა პირველი ოპერა „საფო“,.სხვა ოპერებია: „ძალად ექიმი“ ([[1857]]), „ფილემონი და ბაეკიდა“ ([[1859]]), „საბის დედოფალი“ ([[1861]]), „რომეო და ჯულიეტა“ ([[1865]]), განსაკუთრებული წარმატება მოიპოვა ლირიკულმა ოპერა „ფაუსტმა“ (გოეთეს ამავე სახელწ. ტრაგედიის მიხედვით, [[1859]], პარიზის „ლირიკის თეატრი“). [[1869]] წელს გუნომ შეცვალა „ფაუსტის“ დიალოგები რეჩიტატივებით და დაუმატა საბალეტო აქტი „ვალბურგიის ღამე“. „ფაუსტმა“ გუნოს მსოფლიო სახელი მოუხვეჭა. ოპერებს გარდა გუნოს ეკუთვნის სას. ნაწარმოებები ([[მესა|მესები]], [[რეკვიემი]]), [[იოჰან სებასტიან ბახი|ი. ს. ბახის]] პირველი პრელუდიის (დო მაჟორი) მუსიკაზე აგებული საყოველთაოდ ცნობილი "ავე მარია" სოპრანოს, ვიოლინოს, ფორტეპიანოსა და ორგანისათვის, [[კანტატა|კანტატები]], [[სიმფონია|სიმფონიები]], საფორტეპიანო პიესები, [[რომანსი|რომანსები]] და [[სიმღერა|სიმღერები]].
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შარლ_გუნო“-დან