ფრანც კაფკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Absurd-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა 178.3.244.49-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 38:
კაფკას მშობლიური ენა [[გერმანული ენა|გერმანული]] იყო, თუმცა, თავისუფლად ფლობდა [[ჩეხური ენა|ჩეხურსაც]]. მოგვიანებით შეისწავლა [[ფრანგული ენა]] და კულტურაც. მისი ებრაული განათლება შედარებით სუსტი იყო და თავიდან არც დიდად ინტერესდებოდა მშობლიური ენითა და კულტურით. მხოლოდ მოგვიანებით, უკვე მოწიფულ ასაკში დაინტერესდა იდიშით, მას შემდეგ, რაც ებრაული თეატრალური დასის წარმოდგენებს დაესწრო.
[[1906]] წლის [[18 ივნისი|18 ივნისს]] ფრანცმა სამართლის დოქტორის ხარისხი მიიღო.
 
სწავლის პერიოდში, პირველი წლის ბოლოს, კაფკა შეხვდა [[მაქს ბროდი|მაქს ბროდს]]ს, იურიდიული ფაკულტეტის ახალგაზრდა სტუდენტს, რომელიც მისი ახლო მეგობარი გახდა. ბროდმა მალევე შენიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კაფკა მორცხვი იყო და იშვიათად ლაპარაკობდა, მისი საუბარი ყოველთვის შთამაგონებელი იყო. კაფკა ხარბი მკითხვლი იყო მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში. მან ბროდთან ერთად წაიკითხა [[პლატონი]]ს "პროთაგორა" ორიგინალში ბერძნულ ენაზე, ბროდის ინიციატივით და [[გუსტავ ფლობერი]]ს "გრძნობების აღზრდა" და "წმინდა ანტონის ცდუნებანი" ფრანგულად, მისი შეთავაზებით. კაფკა მიიჩნევდა, რომ [[ფიოდორ დოსტოევსკი]], [[გუსტავ ფლობერი]], [[ნიკოლაი გოგოლი]], [[ფრანც გრილპარცერი]] და [[ჰაინრიხ ფონ კლაისტი]] მისი "ნამდვილი სისიხლით ძმები" იყვნენ. გარდა ამისა, მას აინტერესებდა ჩეხური ლიტერატურა და ძალიან მოსწონდა [[გოეთე]]ს შემოქმედება
 
== სამსახური ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფრანც_კაფკა“-დან