კერძო კომპანია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''კერძო კომპანია''' ან '''კერძო საწარმო''' — [[კომერციული ირგანიზაცია]] ([[საწარმო]]), რომელიც არის [[კერძო საკუთრებაში]]. იმყოფება [[ფიზიკური პირი|ფიზიკური]], ან [[იურიდიული პირი]]ს საკუთრებაში საერთო საკუთრების უფლებით. განსხვავებით [[საჯარო კომპანიისაგან]], კერძო კომპანიის წილი, ან აქციები არის შეზღუდული რაოდენობის პირთა საკუთრებაში და არ შეიძლება გადაიცეს ან გაიყიდოს სხვა მესაკუთრეების თანხმობის გარეშე.<ref name="ЭС">[http://dic.academic.ru/dic.nsf/dic_economic_law/17782 კერძო კომპანია. ციკლოპედიური ლექსიკონი ეკონომიკისა და სამართლის შესახებ]</ref><ref name="C2">[http://dic.academic.ru/dic.nsf/econ_dict/16158/%D0%A7%D0%90%D0%A1%D0%A2%D0%9D%D0%90%D0%AF კერძო კომპანია]</ref>
 
კერძო კომპანიის მფლობელები (მესაკუთრეები) აწარმოებენ თავიანთ საქმიანობას საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე და იღებენ [[მოგება]]ს კომპანიის საქმიანობიდან. მფლობელს შეუძლია თავად მართოს კომპანიის საქმიანობა, ან დაიქირავოს მენეჯერი. კომპანიის მესაკუთრეს შეუძლია დაიქირავოს და გაათავისუფლოს მომუშავე პერსონალი და ასევე აკონტროლოს მათი [[ქცევა]] კომპანიის საქმიანობისა და ინტერესების ფარგლებში. მფლობელს უფლება აქვს გაყიდოს მისი საკუთრება, ან გადასცეს უფლებები გარეშე პირს.
 
კერძო კომპანიის მფლობელები ვალდებულები არიან თავიანთ კომპანიებს მიანიჭონ სახელები. ხშირად ფირმის დასახელება მომდინარეობს მისი დამაარსებლის გვარიდან.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კერძო_კომპანია“-დან