ნიდერლანდების ეროვნული საფეხბურთო ნაკრები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 57:
აი [[ევრო 76]] კი ნამდვილი იმედგაცრუება იყო. ჰოლანდიელები ნახევარფინალში ჩეხოსლოვაკიასთან დამარცხდნენ.ამის მიზეზი კი იყო, რომ დამატებულ დროში მსაჯს, კლაივ თომასს გამოეპარა ანტონინ პანენკას მიერ თამაშის წესის დარღვევა კრუიფის წინააღმდეგ, რასაც ჩეხოსლოვაკიის ნაკრების გოლი მოჰყვა. ჰოლანდიელებმა უკმაყოფილება გამოთქვეს, მაგრამ მსაჯმა გადაწყვეტილება არ შეცვალა და გოლი ჩათვალა. [[ვილჰემ ვან ჰანეგემმა]] თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადა და წითელი ბარათი მიიღო. მოგვიანებით, 2008 წელს, კლაივ თომასმა აღიარა, რომ იმ თამაშში შეცდომა დაუშვა და გოლი არ უნდა ჩაეთვალა.
 
[[მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1978|1978 წლის მუნდიალზე]] ნიდერლანდი ისევ გავიდა ფინალში და ამჯერადაც მასპინძელს, [[არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|არგენტინის ნაკრებს]] შეხვდა. ნიდერლანდს ჩემპიონატზე აკლდნენ [[იოჰან კრუიფი]], [[ვილჰემ ვან ჰანეგემი]] და [[იან ვან ბევერენი]], რომლებმაც უარი თქვეს მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე. ჯგუფური ეტაპი გუნდმა არცთუისე შთამბეჭდავად ჩაატარა, რადგანაც შოტლანდიასთან წაგების და პერუსთან ფრის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა. მეორე ჯგუფურ ეტაპზე ნიდერლანდმა ფრე დაამთავრა გერმანიასთან [[არი ჰაანი]]ს ლამაზი შორეული დარტყმის წყალობით, შემდეგ კი დაჯაბნა ავსტრია ანგარიშით 5-1, [[რობ რენსენბრინკი]]ს 1 გოლის და 3 საგოლე გადაცემის წყალობით. ხოლო იტალიასთან გადამწყვეტი გოლი ისევ [[არი ჰაანი]]ს ულამაზესი შორეული დარტყმის შედეგად გავიდა. [[მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1978: ფინალი|ფინალი]] ნიდერლანდმა კარგად დაიწყო, მაგრამ პირველ ტაიმში არგენტინა დაწინაურდა [[მარიო კემპესი]]ს გოლით. [[დიკ ნანინგა]]ს გოლით ნიდერლანდმა მატჩის დასრულებამდე რვა წუთით ადრე გაათანაბრა და მატჩის მიწურულს მოგების შანსიც ჰქონდა, მაგრამ [[რობ რენსენბრინკი]]ს დარტყმა ძელს მოხვდა. [[დამატებითი დრო|დამატებით დროში]] კემპესისა და [[დანიელ ბერტონი]]ს გოლებით არგენტინამ გაიმარჯვა.
 
[[ევრო 80]] იყო ტოტალური ფეხბურთელებისთვის ბოლო ტურნირი, მაგრამ მათ ვერ შეძლეს ჯგუფიდან გასვლა,მიუხედავად იმისა რომ გათამაშების ფორმატი გაფართოებული იყო.ამ ტურნირის შემდეგ ნაკრებიდან წავიდნენ ვეტერანები [[რობ რენსენბრიკნი]] და კროლი და ჰოლანდიის ნაკრებმა გამოყოვა [[1982]] და [[1986]] წლების მსოფლიო ჩემპიონატები და [[1984]] წლის ევროპის ჩემპიონატი.
ხაზი 63:
=== ევროპის ჩემპიონები ===
 
ევრო 88–ის წინ რინუს მიხელსი დაუბრუნდა გუნდს. ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში [[საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|საბჭოთა კავშირი]] 2-0 დაამარცხეს. მეორე ტაიმში [[მარკო ვან ბასტენის]]ს მიერ გატანილი გოლი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ლამაზესლამაზ გოლად ითვლება.<ref>[http://www.uefa.com/60-years/videoid=2114834.html Uefa.com]</ref> ჰოლანდიელებმა ვან ბასტენის ჰეთ–თრიკის წყალობით 3:1 დაამარცხეს [[ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|ინგლისის ნაკრები]], შემდეგ მოუგო [[ირლანდიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|ირლანდიას]](1:0) და გავიდა ნახევარფინალში,სადაც ტურნირის მასპინძელ [[გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|გერმანიას]] გადაეყარა.ეს მატჩი იმით იყო მნიშვნელოვანი,რომ ჰოლანდიელებს შანსი ჰქონდათ [[1974]] წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში განმცდილი მარცხისთვის გერმანელებზე შური ეძიათ.გამარჯვების გოლი [[მარკო ვან ბასტენი|მარკო ვან ბასტენმა]] გაიტანა 89–ე წუთზე.მატჩის შემდგომ [[რონალდ კუმანი|რონალდ კუმანმა]] გერმანელი ფანების თვალწინ გერმანელი [[ოლაფ ტონი]]ს მასური უკანალზე ისე ამოისვა, თითქოს ტუალეტის ქაღალდი ყოფილიყოს.მოგვიანებით კუმანმა თავისი საქციელი ინანა. ჰოლანდიელებმა საფინალო მატჩი საბჭოთა კავშირთან [[რუუდ გულიტი]]ს თავურით და [[მარკო ვან ბასტენი]]ს ჰაეროვანი გოლებით დამაჯერებლად მოიგეს.ეს იყო ჰოლანდიის მიერ მოგებული პირველი საერთაშორისო გამარჯვება,რომელმაც თითქმის ათწლიანი უდაბნოში ყოფნის შემდეგ მათ მსოფლიო ფეხბურთის ელიტაში მოუპოვა ადგილი და თითქმის სამი წლის მანძილზე დომინირებდა.
 
მიუხედავად დიდი მოლოდინისა,რომ [[1990]] წლის მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებას მიაღწევდნენ,სრული კრახი განიცადეს.მარკო ვან ბასტენმა საერთოდ ვერ გაიტანა გოლი,რადგანაც მცველები ხელს უშლიდნენ მიზნის განხორციელებაში,ხოლო გულიტი კი ვერ იყო სასურველ ფორმაში,რადგანაც ტრავმა ახალი მოშუშებული ჰქონდა.ჰოლანდიელებმა სამი ფრის შემდეგ წარმატებას მიაღწიეს და მე–16 ფინალში გავიდნენ,სადაც ძირძველ მეტოქეს,[[გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|გერმანიას]] დაეჯახნენ.ეს მატჩი გამორჩეული იყო [[ფრანკ რაიკაარდი|ფრანკ რაიკაარდსა]] და [[რუდი ფიოლერი|რუდი ფიოლერს]] შორის მომხდარი ინციდენტით.შეხვედრა ნარინჯისფერებმა 2:1 დათმეს.