ალექსანდრე აბაშელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ვიკიფიცირება, გაუმჯობესდა სტატიის გაფორმება, გასწორდა თხრობის სტილი, დაემატა/გასწორდა კატეგო...
ხაზი 1:
{{ინფოდაფა მწერალი
| სახელი = ალექსანდრე ჩოჩია
| სურათი= Alexandre abasheli.jpg
| ტიტრი =
| ჩარჩო =
| ფსევდონიმი = ალექსანდრე აბაშელი
| სრული სახელი =
| დაბადების თარიღი = 1884 წლის 15 აგვისტო
| დაბადების ადგილი = [[აბაშის მუნიციპალიტეტი|აბაშის რაიონი]]
| გარდაცვალების თარიღი = 1954 წლის 27 სექტემბერი
| გარდაცვალების ადგილი = თბილისი
| საქმიანობა = მწერალი, პოეტი
| ეროვნება = ქართველი
| პერიოდი = 1908 – 1954
| ჟანრი = [[სამეცნიერო ფანტასტიკა]], [[პოეზია]]
| ენა = ქართული
| მოქალაქეობა =
| alma_mater =
| თემატიკა = პატრიოტიზმი, მეცნიერება
| მიმდინარეობა = [[სიმბოლიზმი]]
| დებიუტი = “შავი აჩრდილი” 1910
| magnum_opus = [[ქალი სარკეში]] (1930)
| მეუღლე =
| პარტნიორი =
| შვილები =
| ნათესავები =
| გავლენა მოახდინეს = [[ჟიულ ვერნი]], [[ჰერბერტ უელსი]], [[აკაკი წერეთელი]]
| გავლენა მოახდინა =
| საიტი =
| ხელმოწერა =
| სქოლიო =
}}
 
'''ალექსანდრე (ისააკ) ბესარიონის ძე აბაშელი''' (ნამდვილი გვარი ''ჩოჩია'') (* [[15 აგვისტო]], [[27 აგვისტო]], [[1884]], სოფელი [[საჩოჩიო]], ახლანდელი [[აბაშის მუნიციპალიტეტი]] — გ. [[27 სექტემბერი]], [[1954]], [[თბილისი]]) — [[ქართველები|ქართველი]] პოეტი.
 
Line 6 ⟶ 39:
20-იანი წლების დასაწყისისათვის აბაშელის შემოქმედებაში მომძლავრდა დეკადენტური მოტივები (კრებული "ანთებული ხეივანი", 1923). იგი [[აკადემიური მწერლობის კავშირი|"აკადემიური მწერლობის კავშირის"]] აქტიური წევრი გახდა. საბჭოთა საქართველოში სოციალისტურ გარდაქმნასთან ერთად აბაშელის პოეზიაში ახალი ეტაპი დაიწყო (ლექსი "თბილისი", 1926). ლექსთა წიგნში "გაბზარული სარკე" ([[1929]]) პოეტი "ეპოქისათვის თანამგზავრული სიმღერის" თქმას მოითხოვდა.
 
დაკრძალულია [[პანთეონი (დიდუბე)|მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში]]. მის გვერდით დაკრძალულია მისი მეუღლე — '''ეკატერინე ისაიას ასული ბრაილოვსკაია''' (დ. [[1894]], იუზოვკა (ახლანდელი [[დონეცკი]]) — გ. [[27 ოქტომბერი]], [[1966]], [[თბილისი]]).
 
== შემოქმედება ==
აბაშელის შემოქმედებაში დამკვიდრდა ახალი ქვეყნის მშენებლობის თემატიკა. სამამულო ომის დროს დაწერილ ლექსებში პოეტმა უმღერა საბჭოთა ხალხის გმირობას.
 
მის კალამს ეკუთვნის აგრეთვე მოთხრობები და რომანები "[[ქალი სარკეში]]" (1930), "ატმის ყვავილი" (გამოქვეყნდა 1959), კრიტიკული წერილები. დაუმთავრებელი დარჩა რომანი "ირმა". მისი რედაქციით გამოვიდა [[ვაჟა-ფშაველა|ვაჟა-ფშაველას]] თხზულებათა პირველი სრული კრებული. დაჯილდოებულია [[შრომის წითელი დროშის ორდენი|შრომის წითელი დროშის ორდენით]].
 
სულ ათიოდე ლექსი ჰქონდა გამოქვეყნებული ალექსანდრე აბაშელს, როცა გაზეთი „თემი“ წერდა: „ს. აბაშელის შემოქმედებამ ისე წაგვახალისა, რომ ჩვენი გაზეთის რედაქციამ გადაწყვიტა დანიშნოს ფულის პრემია საუკეთესო ქართული ლექსისათვის, რომელიც დაწერილი იქნება 1911 წლის განმავლობაში. ამისთვის ცალკე ჟიური იქნება დაარსებული. პრემიის რაოდენობა და პირობები და ჟიურის წევრების სახელები ამ მოკლე ხანში იქნება გამოცხადებული“. ჟიურის წევრთაგან მოვიხსენიებთ მხოლოდ აკაკი წერეთელს, იაკობ გოგებაშვილს, კიტა აბაშიძეს და იაკობ ნიკოლაძეს, რომ ნათელი გახდეს მისი კომპეტენცია. 1911 წლის 28 ივნისს პრემია მიანიჭეს სატურნის ფსევდონიმით წარდგენილ ლექსს „მზე“. ნახევარი წლის შემდეგ გაირკვა, რომ „სატურნი“ არის ალექსანდრე აბაშელი.პოეტს ჯილდო თვით აკაკიმ გადასცა.

დაკრძალულია [[პანთეონი (დიდუბე)|მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში]]. მის გვერდით დაკრძალულია მისი მეუღლე — '''ეკატერინე ისაიას ასული ბრაილოვსკაია''' (დ. [[1894]], იუზოვკა (ახლანდელი [[დონეცკი]]) — გ. [[27 ოქტომბერი]], [[1966]], [[თბილისი]]).
 
{{ციტირება|აკაკი წამოდგა, გადმომცა ფულიანი კონვერტი (პრემია), ჩამომართვა ხელი და მომილოცა... უმწვერვალეს მღელვარების ბურანში მყოფმა თითქოს ვიგრძენ, როგორ მოსწყდა აკაკის ნათელ შარავანდედს ერთი პატარა სხივი და დამეცა თავზე“}} - იგონებს ალექსანდრე აბაშელი 23 წლის შემდეგ.

სავსებით კანონზომიერია, რომ ალ. აბაშელმა რამდენიმე ლექსი უძღვნა აკაკის. პოეტი მიმართავს თავის დიდ წინაპარს:

„დგას საქართველო ოქროს თასივით

შენი ლექსების ნექტარით სავსე“.

 
ლექსი 1935 წელს არის დაწერილი - აკაკის გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგ.
1926 წელს მან დაწერა ლექსი „წერილი ნოე ჩხიკვაძეს“, რომელშიც აღნიშნავს, რომ „დღეს... დაეცა ლოცვა და პოეზია“, რომ აღარ ისმის „ციდან ქუხილი ბარათაშვილის, მთიდან ყვირილი ვაჟას ხარისა“ და მათ სანაცვლოდ

„ახლა ქუხილი არ ისტამბება,

ხარი არ ჰყვირის მაღალ მთებიდან, 

ლექსი დაახრჩო წვრილმა ამბებმა, 

ამონაწერმა გაზეთებიდან“.

ამ მხრივ საინტერესოა ლექსების ციკლი „მამის სიკვდილი“, „ბებიაჩემი“, „პაპაჩემი“, რომლებიც დაწერილია 1928-1929 წლებში. ეს ის ხანაა, როცა მარქსისტულ-ლენინურ „თეორიასა და დებულებებს“ აზეპირებდნენ დიდსა და პატარას. არადა, ცხოვრება მათ გარეშეც შეიძლებოდა. პოეტი გვიხატავს სურათს დღეღამ მშრომელი ბებიისა, რომელიც ოთხმოცი წლის აღესრულა:

„რათ ჩავიმწარო დარჩენილი წელი ორიოდ,

ვიდრე მიხმობდეს ცხონებული ჩემი ბებია?

ოთხმოცი წელი გაატარა უთეორიოდ,

და მისი ბედი, ვიტყვი, ბევრჯერ შემხარბებია!..“

[[ბესარიონ ჟღენტი]]ს აზრით, ალექსანდრე აბაშელი მზის მომღერალია. „პოეტი უმღერის და ადიდებს მზეს, როგორც კოსმიურ, ზექვეყნიურ საწყისს, რომელსაც ვერ წვდება ჟამთა ბრუნვის უკუღმართობა, მზე მაღლა დგას სიკვდილ-ადიდებს მზეს, როგორც კოსმიურ, ზექვეყნიურ საწყისს, რომელსაც ვერ წვდება ჟამთა ბრუნვის უკუღმართობა, მზე მაღლა დგას სიკვდილ-სიცოცხლეზე, დროთა ცვალებადობაზე, მასში მარადიულობა და უკვდავებაა განხორციელებული. ამიტომაც მიელტვის მას ჟამთაბრუნვის სუსხით დაწყლულებული, ქვეყნად გაბატონებული ბოროტებისა და უკუღმართობის გამო აღშფოთებული სული“:

{{ციტირება|„მზეს არ ახსოვს შობის წამი, მზეს სიკვდილი არა სჯერა,

მან სიცოცხლე უკვდავების სიმთა ჟღერით ააძგერა!

დროს წაართვა ძლევის კვერთხი და დათრგუნა მით სიკვდილი!..

ნეტავ იმას, ვისაც ესმის აღმაფრენი მზის სიცილი!..“
 }}
 
სწორედ ეს სიტყვები წაუმძღვარა პოეტმა თავის ლექსთა პირველ წიგნს - „მზის სიცილი“  (1913 წ.), რომელიც „მრავალმხრივ სიმპტომატური და საყურადღებო მოვლენაა რევოლუციამდელ ქართულ პოეზიაში. სწორედ ამიტომაც ამ წიგნის გამოსვლამ თავის დროზე ცხოველი საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია“ (ბ. ჟღენტი). შემდეგ ალ. აბაშელმა გამოსცა წიგნები „ანთებული ხეივანი“, „გაბზარული სარკე“, „მზე და სამშობლო“, რომლებშიც უფრო და უფრო სრულყოფილად გამოჩნდა მზისა და სამშობლოს მომღერალი პოეტის შემოქმედება.

 
==ბიბლიოგრაფია==
=== პროზა ===
* [[ქალი სარკეში]] (1930) ფანტასტიკური რომანი, თარგმნილია რუსულად
* ირმა (1954 დაუმთავრებელი) რომანი
* ატმის ყვავილი (გამოქვეყნდა 1959 წელს) მოთხრობა
 
=== პოეზია ===
* გმირული დღეები : ლექსები / ა. აბაშელი. - თბილისი : ფედერაცია, 1942
* ოქროს საფეხურები თბ. : საბჭოთა მწერალის გამ-ბა და სტ., 1950.
* სამოცი წელი : ლექსები : საიუბილეო ნობათი / ილ. ავტ.: ლუბა მაჭავარიანი. - თბ. : გამ-ბა ლიტერატურა და ხელოვნება, 1944
* რჩეული ლექსები / გრ. აბაშიძის წინასიტყვ.. - თბ. : ლიტერატურა და ხელოვნება, 1967
* რჩეული : ლექსები / აკ. გაწერელიას წინასიტყვ.. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1968
* თხზულებათა კრებული : 2 ტომად / ბ. ჟღენტის შესავ. წერილით. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1958
* 100 ლექსი / ალექსანდრე აბაშელი ; შემდგ. ვახტანგ პაიკიძე. - თბ. : ინტელექტი, 2008
 
== ლიტერატურა ==
* 100 ლექსი. ალექსანდრე აბაშელი 2008. ინტელექტი
* ''ბენაშვილი დ.,'' კრიტიკული ნარკვევები XX ს. ქართულ ლიტერატურაზე, ტ. 1, 1967;
* ''რადიანი შ.,'' XX საუკუნის ქართული ლიტერატურა, თბ., 1959;
Line 20 ⟶ 96:
 
== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://www.georoyal.ge/?m=1000&id=1844 კონსტანტინე გამსახურდიას „ალექსანდრე აბაშელი“]
* [http://burusi.wordpress.com/literature/aleksandre-abasheli/ ალექსანდრე აბაშელი - ცხოვრება, შემოქმედება]
 
Line 29 ⟶ 106:
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
[[კატეგორია:შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები]]
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]]
[[კატეგორია:ფანტასტი მწერლები]]