ჯოსერის პირამიდა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎სქოლიო: clean up, removed: {{Link GA|sk}} using AWB
No edit summary
ხაზი 2:
'''ჯოსერის პირამიდა''' — [[ძველი ეგვიპტე|ძველი ეგვიპტის]] [[ფარაონი|ფარაონ]] [[ჯოსერი]]ს საფეხუროვანი [[ეგვიპტის პირამიდები|პირამიდა]] [[ეგვიპტის ძველი სამეფო|ძველი სამეფოს]] III დინასტიიდან, აგებული დაახლოებით [[ძვ. წ. 2650]] წლისათვის. ჯოსერის პირამიდა უძველესია [[ეგვიპტის პირამიდები|ეგვიპტის პირამიდებს]] შორის, მისი სიმაღლე შეადგენს 62,5 მეტრს და ამ მონაცემით იგი მეცხრე ადგილს იკავებს. იგი ასევე ერთადერთი [[ეგვიპტის პირამიდები|ეგვიპტური პირამიდაა]], რომლის ფუნდამენტიც არაა კვადრატული ფორმის.
 
ამ მშენებლობით [[ძველი ეგვიპტე|ეგვიპტეში]] დაიწყო [[ეგვიპტური პირამიდები|პირამიდებისა]] და ფარაონთა სხვაგვარი მონუმენტური სამარხების შენების პირველი ეტაპი. თავად საფეხუროვანი პირამიდა არის მცირე ნაწილი ეგვიპტური პირამიდების კომპლექსებს შორის ყველაზე ვრცელი კომპლექსისა, რომელიც მრავალი საზეიმო შენობის, ნაგებობისა და გარდაცვლილთა საკულტო ეზოებისაგან შედგება. ''გირს-ელ-მუდირის'' სახელით ცნობილი ნაგებობის შემდეგ ჯოსერის პირამიდა ითვლება [[ეგვიპტე]]ში დღემდე შემორჩენილ სიძველით მეორე შენობად, რომელიც თლილი ქვითაა ნაგები.
 
ჯოსერის პირამიდა საკარას ნეკროპოლის ცენტრალური ნაგებობაა და, როგორც [[მემფისი]]ს ნეკროპოლების ნაწილი, [[1979]] წლიდან [[მსოფლიო მემკვიდრეობა|იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია]] მოხვედრილი<ref name="UNESCO">UNESCO: [http://whc.unesco.org/archive/advisory_body_evaluation/086.pdf Advisory Body Evaluation] (1979)</ref>.