ქუთაის-გაენათის ეპარქია: განსხვავება გადახედვებს შორის

(გასწორდა რამდენიმე სტილისტური და ფაქტობრივი შეცდომა)
VI-VII საუკუნიდან დაწყებული დასავლეთ საქართველოს - ეგრის-აფხაზეთის საკათალიკოსოსს ჩამოყალიბება X საუკუნის დამდეგს დასრულდა და იგი მცხეთის საკათალიკოსოს შეუერთდა. გაერთიანებული ქვეყნის დაწინაურებულ კათედრად ქუთაისის სამწყსო ითვლებოდა, რომელიც [[გურია|გურიისა]] და [[აჭარა|აჭარის]] მნიშვნელოვან ნაწილსაც აერთიანებდა. ქუთათელი მღვდლმთავრის აღზევება [[აღმოსავლეთ საქართველო]]დან არაბთა შემოსევების გამო, [[VIII საუკუნე]]ში დასავლეთ საქართველოში „მეფე“ სტეფანოზის და მთელი სამეფო ოჯახის გადასვლამ განაპირობა.
 
X საუკუნის ბოლო მეოთხედიდან, [[978]] წელს ქუთაისში გაერთიანებულ [[საქართველო]]ს მეფის [[ბაგრატ III (საქართველოს მეფე)|ბაგრატ III]]-ის კურთხევის შემდეგ იგი ოფიციალურად საქართველოს დედაქალაქი, ხოლო „ქუთათელი - საქართველოს მეფეთა მაკურთხებელიცა და მესაფლავეც გახდა“. საქართველოს იმჟამინდელი დედაქალაქისთვის ახალი სამღვდელმთავრო კათედრალი [[1027|1003]] წელს ააშენა მეფე ბაგრატმა. ქუთაისი [[1122]] წლამდე, [[დავით IV|დავით აღმაშენებლის]] მიერ თბილისის აღებამდე, საქართველოს დედაქალაქად ითვლებოდა და ამის შემდეგაც [[რუსუდანი]]ს, [[დავით VI|დავით ნარინისა]] და სხვათა მეფობისას იგი საქართველოს სახელმწიფოს ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენდა.
 
დაწინაურებული საქუთათელო სამწყსოს მთლიანობამ [[XV საუკუნე]]მდე გასტანა. XV საუკუნიდან კი, გურიის დამოუკიდებელ სამათავროდ ჩამოყალიბების შემდეგ, გურიელმა ერისთავმა ქუთათელს ეკლესიურად განაშორა ძველი სამწყსო და აქ მისგან დამოუკიდებელი სამი სამღვდელმთავრო კათედრა - შემოქმედი, ჯუმათი, ხინოწმინდა - შექმნა. XVI საუკუნის 30-იან წლებში კი იმერთა მეფემ ბაგრატ III - ([[1510]]-[[1565]] წწ.) უშუალოდ [[იმერეთი]]ს (ვაკე, ოკრიბა,ზემო იმერეთი) ტერიტორიაზე, ქუთათელის სამწყსოში ორი ახალი ეპარქია - [[ხონი]] და გაენათი ჩამოაყალიბა.