დიმიტრი ერმაკოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

clean up, replaced: რამოდენიმე → რამდენიმე
(clean up, replaced: რამოდენიმე → რამდენიმე)
ახალგაზრდა ერმაკოვმა განათლება [[ანანური|ანანურთან]] მდებარე სამხედრო ტოპოგრაფიულ აკადემიაში მიიღო, რომელიც თბილისიდან ჩრდილოეთით 102 კმ-ით იყო დაშორებული და [[საქართველოს სამხედრო გზა]]ზე მდებარეობდა, გზა რომლის ფოტოგრაფირებაც მას ხშირად უწევდა. სწორედ ამ აკადემიაში ჩამოყალიბდა ერმაკოვი ფოტოგრაფად და რამდენიმე წელიწადში საზოგადოებას უკვე პროფესიონალ ფოტოგრაფად მოევლინა .
 
[[1860]]-იანი წლების ბოლოს ერმაკოვი ტოვებს აკადემიას და [[1866]] წელს ხსნის საკუთარ [[ფოტოატელიე]]ს თბილისში. მისი ფოტოსტუდია მდებარეობდა იმ დროისათვის ძალზედ პოპულარულ ”დვორცოვაიას” ქუჩაზე, სადაც წლების მანძილზე მრავალი ფოტოგრაფი მოღვაწეობდა. პირველი ფოტოსახელოსნო აქ [[1846]] წელს ფოტოგრაფებმა [[ვ. ხლამოვმა]] და [[ალექსანდრე როინაშვილი|ა. როინაშვილმა]] გახსნეს და ფოტოსახელოსნოს ”რემბრანტი” დაარქვეს.
 
[[1870]]-იან წლებში სპარსეთში მოგზაურობის დროს გადაიღო ეთნოგრაფიული ხასიათის ფოტოები და მიიღო „მისი აღმატებულება სპარსეთის შაჰის ფოტოგრაფის“ ტიტული.
 
უკვე კარგადაა ცნობილი, რომ ერმაკოვმა თავისი მოღვაწეობის განმავლობაში შეიძინა ნეგატივები სხვადასხვა ფოტოგრაფთაგან და საკუთარ ნეგატივებთან ერთად შექმნა კოლექცია, რომელსაც კომერციული თვალსაზრისით იყენებდა. ფოტოსტუდიის დაარსებიდან რამდენიმე წელიწადში ერმაკოვი ხდება ”Société française de photographie” - (SFP) წევრი, ეს იყო ფოტოგრაფთა ყველაზე პრესტიჟული ასოციაცია ევროპაში. აღნიშნულ გამოფენაზე მას ორჯერ აქვს მედალი მოპოვებული, რომლებიც ამავე ასოციაციის [[1874]] წლის 5 ივნისსა და 3 ივლისის ბიულეტინებშია შეტანილი<ref>http://gallica.bnf.fr/ark:/12148/bpt6k108262t.image</ref>. [[1878]] წელს მონაწილეობა მიღებული აქვს მოსკოვის ანთროპოლოგიურ გამოფენაზე.
 
[[1874]] წელს დიმიტრი ერმაკოვმა მისი [[ტრაპიზონი|ტრაპიზონში]] ორწლიანი მოღვაწეობის შემდეგ მოაწყო ფირზე აღბეჭდილი ფოოტოების გამოფენა. სავარაუდოა, რომ ერმაკოვს ტრაპიზონში ყოფნისას გაეხსნა მოერე ატელიეც, რადგან გადაღებული აქვს მთელი რეგიონი. სურათები რომლებიც მან პარიზში გამოაგზავნა სწორედ ამ რაიონიდან იყო. მოგვიანებით, [[1878]] წელს მონაწილეობა მიიღო მოსკოვის ანთროპოლოგიურ გამოფენაზე, სადაც მისმა ფოტოებმა ღირსეული ადგილი დაიკავა. ერმაკოვს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო თურქეთის, სპარსეთის და იტალიის გამოფენებზე. 1877-1878 წლებში [[რუსეთ-თურქეთის ომი]]ს დროს აყვანილ იქნა სამხედრო ფოტოგრაფად. ერმაკოვს თავისი პროფესიიდან გამომდინარე დიდი მანძილების გადალახვა უწევდა - მისი კოლექციის თვალის გადავლებით ნათელი ხდება, რომ იგი მოგზაურობდა [[რომი]]დან ვიდრე [[სამარყანდი|სამარყანდამდე]] და [[ჩრდილოეთი კავკასია|ჩრდილო კავკასიის]] ქალაქებიდან ვიდრე [[თეირანი|თეირანამდე]].
ფოტოების კოლექციონერობა ანუ სხვა ავტორთა საკუთარ კოლექციაში მოქცევა მეტ-ნაკლებად დამახასიათებელი იყო იმდროინდელი სხვა ფოტოგრაფების შემოქმედებაშიც. თუმცაღა დიმიტრი ერმაკოვი მაინც გამორჩეულად მისდევდა კოლექციონერობას, რომლითაც ავითარებდა კომერციულ საქმიანობას.
 
მიუხედავდა იმისა რომ თავისი და უფრო მეტად კი სხვისი ფოტოებით მისდევდა კომერციულ საქმიანობას, მის სახელოსნოში შეიქმნა კატალოგები სადაც მითითებული იყო რამოდენიმერამდენიმე ნომერი: კატალოგის ნომერი ({{lang-ru|№ по каталогу}}), ალბომის ნომერი ({{lang-ru|№ по альбому}}) და ყუთის ნომერი ({{lang-ru|№ ящиков}}). სწორედ აღნიშნული ნომრების საშუალებით არის შესაძლებელი იდენტიფიცირებული იქნას სხვა ფოტოგრაფთა შემოქმედება.
 
===სხვა ავტორთა იდენტიფიცირება===
''პასუხი: თითოეული კატალოგი წარმოადგენს ფოტოს „სათაურის“ ({{lang-ru|наименование}}) ალფავიტის მიხედვით დასორტირებულ სიას. მაგალითად ასო „ა“-ს გააჩნია „ხედების“ და „ტიპების“ ცალკე განყოფილება, რომელსაც მოსდევს ასო „ბ“ ასევე თავისი ხედების და ტიპების განყოფილებებით.''
 
ასე შედგა და გაიწყო დიმიტრი ერმაკოვის დასორტირებული კატალოგი.
 
რაც შეეხება პირველ — კატალოგის ნომერს, რომელიც ფოტოზე ასაული მტავრი ნომერია ის სავარაუდოდ მიენიჭა თითოეულ ფოტოს ინდივიდუალურად. დავუშვათ რომ არ ყოფილიყო მნახველისათვის თვალში საცემი განსხვავება ფოტოთა ხელწერებს შორის მოხდა მათი არევა და მათზე მიეთითა უკვე ახალი ნომერი. აღნიშნული ნომერი არანაირ კავშირში არაა არც ანაბანურ თანმიმდევრობასთან, არც ყუთების ნომრის თანმიმდევრობასთან და არც ალბომის ნომრის თანმიმდევრობასთან.
====კატალოგის ნომერი====
კატალოგის ნომერი წარმოადგენს უშუალოდ ფოტოს უნიკალურ ნომერს რომელიც მართალია არ უნდა მეორდებოდეს მაგრამ თითოოროლა შეცდომების გამო (მონაცემები შეიქმნა ხელით და დასორტირებაც ანბანის მიხედვით მოხდა ასევე ხელით) არის შემთხვევები როდესაც არსებობს ორი სხვადასხვა შინაარსის მაგრამ ერთი ნომრის ფოტოები.
 
 
ყურადღების ღირსია ის რომ დიმიტრი ერმაკოვის ფოტოების ერთ ერთი დამახასიათებელი ნიშანი იყო, ფოტოს რომელიმე მხარეს მოყავისფრო ლენტის არსებობა რომელზედაც დატანილი იყო კატალოგის ნომერი, სახელწოდება და ალბომის ნომერი. ასევე ნიშანდობლივია ისიც რომ აღნიშნული კატალოგის ნომერს კატალოგისტი ხელით აწერდა უშუალოდ ფოტოს, მარჯვანა ან მარცხენა ქვედა მხარეს. კატალოგის ნომრებში 1-დან 1000-მდე ხელით მიწერილი ნომრებს კატალოგისტი უსვამდა წერტილს რაც შემდგომ ნომრებში აღარ შეიმჩნევა. ასევე დიმიტრი ერმაკოვის მესამე გამოუქვეყნებელი კატალოგის ფოტოებზე, ნომრები 11300-დან ზევით არაა ხელით დატანილი ამ ნუმერაციის კატალოგის ნომრები.