იბერიის თემი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, replaced: რამოდენიმე → რამდენიმე
ხაზი 1:
[[ფაილი:83principality-taykc.gif|thumb|212x212px|ბასილი II-ის მიერ, ბაგრატიონთა მემკვიდრეობის ანექსია 1000-იან წლებში.]]
'''იბერიის თემი''' ([[ბერძ.]]θέμα 'Ιβηρίας) — სამხედრო-ადმინისტრაციული ოლქი [[ბიზანტიის იმპერია]]ში, [[XI საუკუნე]]ში, [[საქართველო|ქართული]] და [[სომხეთი|სომხური]] მიწებისგან შედგენილი ერთეული. თემი შექმნილია, [[ბასილი II]]-ის მიერ, [[ბაგრატიონები|ბაგრატიონების დინასტიის]] (1000–1021) დომენის ანექსიითა და რამოდენიმერამდენიმე სომხური მიწების შემოერთებით. ფემის მოსახლეობა იყო მულტიეთნიკური, ქართული უმრავლესობით. თემმა არსებობა შეწყვიტა 1074 წელს, თურქ-სელჩუკების შემოსევების შედეგად.
 
== შექმნა და გაფართოვება ==
ხაზი 6:
[[ფაილი:Basilios_II.jpg|left|thumb|189x189px|იმპერატორი [[ბასილი II]]]]
 
თემი შექმნილი იყო ბასილის მიერ, [[დავით III]]-ის მემკვიდრეობის მიღების შემდეგ. 979 წელს [[ბარდა სკლიაროსი|ბარდა სკლიაროსის]] აჯანყების წინააღმდეგ მონაწილეობისთვის, დავითს, ბასილისაგან გადაეცა [[ტაო|იმიერ-ტაო]], [[ერზურუმი|თეოდოსიპოლისი]], ბასიანი და მისი მომიჯნავე სომხური მიწები. თუმცა, 987 წელს<nowiki/>[[ბარდა ფოკა| ბარდა ფოკას]] აჯანყების შემდეგ, დავითი ფოკას მიემხრო, რამაც გამოიწვია [[კონსტანტინოპოლი|კონსტანტინეპოლის]] უნდობლობა კავკასიელი მართველების მიმართ. აჯანყების დასრულების შემდეგ, დავითი იძულებული გახდა მემკვიდრედ ბასილი II-ე გამოეცხადებინა.<ref name="Rapp">Rapp, Stephen H. (2003), ''Studies In Medieval Georgian Historiography: Early Texts And Eurasian Contexts'', p. 414. </ref>
 
დავითის სიკვდილის შემდეგ (1000 წელს) მემკვიდრეობა გადაეცა ბასილ II-ს, [[ბაგრატ III (საქართველოს მეფე)|ბაგრატ III]] იძულებული გახდა ეღიარებინა ბასილის მიერ მიერთებული ტერიტორიების ლეგიტიმურობა. თუმცა ბაგრატის შვილი, [[გიორგი I (საქართველოს მეფე)|გიორგი I]], ჯერ კიდევ პრეტენზიას აცხადებდა დავითის მემკვიდრეობაზე. გიორგი I 1014-1018 წლებში სამხრეთ ტაოში შეიჭრა. ასეთი არჩევანი განპირობებული იყო იმ დროს შექმნილი ხელსაყრელი საერთაშორისო ვითარებით. კერძოდ, ბიზანტიის იმპერიას აუჯანყდა [[ბულგარეთი]]. 1019 წელს ბასილი II -მ ბულგარელებთან ომი წარმატებით დაამთავრა და საქართველოს მეფეს სადაო ტერიტორიის დაცლა მოსთხოვა. მეფემ იმპერატორის მოთხოვნაზე უარი განაცხადა, რასაც მოჰყვა საქართველოს დამარცხება ბიზანტია-საქართველოს ომში (1021-1023). 1023 წელს გიორგი I იძულებული გახდა ზავის მძიმე პირობებს დასთანხმებოდა<ref>[[David Marshall Lang|Lang, David Marshall]] (1966), ''The Georgians'', pp. 109-110. Praeger Publishers.</ref>. იმიერტაო ისევ ბიზანტიას დარჩა. ბასილიმ მიღებული მიწებისგან იბერიის თემი შექმნა, დედაქალაქი კი  თეოდოსიპოლისი გახდა. 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იბერიის_თემი“-დან