კათოლიკოსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 4:
 
== საქართველოში ==
ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური კათოლიკოსად იწოდებოდა დაახლოებით [[466]]-[[474]]-იდან. ქართლის პირველი კათოლიკოსი იყო [[პეტრე I (კათოლიკოსი)|პეტრე]]. XI საუკუნემდე ქართული ეკლესიის მეთაურს „ქართლის კათალიკოსს“ („მცხეთის კათალიკოსი“) უწოდებდნენ, XI საუკუნიდან „ქართლის კათოლიკოსი“ იხმარება „საქართველოს პატრიარქის“ თანაბარი მნიშვნელობით, [[1010]] წლიდან იხმარება გაერთიანებული სახით — „ქართლისა კათალიკოზი და ყოვლისა საქართველოისა პატრიარქი“.
 
დასავლეთ საქართველოში ცალკე [[აფხაზეთის საკათალიკოსო|საკათალიკოსოს]] ჩამოყალიბების შემდეგ მისი მეთაური იწოდებოდა „აფხაზეთის კათოლიკოსად“, XVI საუკუნიდან „აფხაზეთის კათოლიკოს-პატრიარქად“ . ცვლილებები ქართული ეკლესიის მეთაურის ტიტულში ასახავდა ქართული ეკლესიის პოლიტიკურ და სტრუქტურული განვითარების ეტაპებს. კათოლიკოსის თანამდებობა გაუქმდა მას შემდეგ (აღმოსავლეთ საქართველოში [[1811]], დასავლეთ საქართველოში [[1814]]), რაც ქართული ეკლესია რუსულ ეკლესიას შეუერთდა საეგზარქოსოს სახით. კათოლიკოსის თანამდებობა აღდგენილ იქნა [[1917]] საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენასთან ერთად.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კათოლიკოსი“-დან