კათოლიკოსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''კათოლიკოსი''' ({{lang-gr|καθολικός}}, მომდინარეობს {{lang-gr|καθ' ὅλου}} (katholou, "საყოველთაო") — {{lang-gr|κατά}} (kata, "ქვემოთ") და {{lang-gr|ὅλος}} (holos, "მთელი") „საყოველთაო, მსოფლიო“) — ქრისტიანული ავტოკეფალიური ეკლესიის მეთაური უმაღლესი ტიტული [[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიის იმპერიის]] ფარგლებს გარეთ, აღმოსავლეთში. სიტყვა „კათოლიკური ეკლესია“ მომდინარეობს აღნიშნული სიტყვიდან.
 
ისტორიულად [[მართლმადიდებლური ეკლესია]], [[აღმოსავლური ეკლესია]], [[ძველი აღმოსავლური ეკლესია]] და [[აღმოსავლური ტიპიკონის კათოლიკური ეკლესია]] იყენებდა აღნიშნულ ტიტულს.
 
== საქართველოში ==
ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური კათოლიკოსად იწოდებოდა დაახლოებით [[466]]-[[474]]-იდან. პირველი კათალიკოსი იყო [[პეტრე I (კათოლიკოსი)|პეტრე]]. XI საუკუნემდე ქართული ეკლესიის მეთაურს „ქართლის კათალიკოსს“ („მცხეთის კათალიკოსი“) უწოდებდნენ, XI საუკუნიდან „ქართლის კათოლიკოსი“ იხმარება „საქართველოს პატრიარქის“ თანაბარი მნიშვნელობით, [[1010]] წლიდან იხმარება გაერთიანებული სახით — „ქართლისა კათალიკოზი და ყოვლისა საქართველოისა პატრიარქი“.
 
დასავლეთ საქართველოში ცალკე [[აფხაზეთის საკათალიკოსო|საკათალიკოსოს]] ჩამოყალიბების შემდეგ მისი მეთაური იწოდებოდა „აფხაზეთის კათოლიკოსად“, XVI საუკუნიდან „აფხაზეთის კათოლიკოს-პატრიარქად“ . ცვლილებები ქართული ეკლესიის მეთაურის ტიტულში ასახავდა ქართული ეკლესიის პოლიტიკურ და სტრუქტურული განვითარების ეტაპებს. კათოლიკოსის თანამდებობა გაუქმდა მას შემდეგ (აღმოსავლეთ საქართველოში [[1811]], დასავლეთ საქართველოში [[1814]]), რაც ქართული ეკლესია რუსულ ეკლესიას შეუერთდა საეგზარქოსოს სახით. კათოლიკოსის თანამდებობა აღდგენილ იქნა [[1917]] საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენასთან ერთად.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კათოლიკოსი“-დან